ვანში 75 წლის ქალმა კორონა ვირუსის სიმპტომები დამალა საქართველო მეორე ტალღის ეპიდემიის ზღვარზეა!

0
ამ დროისათვის, დახურულია საავადმყოფო ვანში და თვითიზოლაციაში 10-მდე მედიკოსი იმყოფება.\ საავადმყოფოს თანამშრომელი "ტვ პირველთან" აცხადებს, რომ რომ კორონავირუსით ინფიცირებულმა, 75 წლის ქალმა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას დაუმალა სიმპტომები. არსებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფებიან აგრეთვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადის წევრები: ექთანი, ექიმი და მძღოლი, რომლებმაც Covid-19-ით ინფიცირებულს სახლში მიაკითხეს. "სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას დაუმალა , უთხრა წნევა მაქვს, პაციენტმა ალბათ იცოდა, რომ სიმპტომები ჰქონდა ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა“, – ამბობს საავადმყოფოს თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციით კორონავირუსი 75 ქალის ოჯახის ორ წევრს, მეუღლეს და სიძესაც დაუდასტურდა, ისინი ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
Tbilisi
#news
#politics
#coronavirus
0