ვარდისუბნის "მრგვალი" ეკლესია

0
ეკლესია დგას სოფ. ვარდისუბნის გარეთ მინდორში, ფრიალო კლდის პირას, რომელიც მდ. მაშავერას კლდოვან ხეობას გადაჰყურებს. შენობის კედლები, შემორჩენილია დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ნაშთები, მთლიანად მიწით იყო დაფარული. ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები 1989 წელს ჩატარდა. ეკლესია წარმოადგენს როტონდის ერთადერთ ცნობილ ნიმუშს შუა საუკუნეების ქართულ არქიტექტურაში. მის ბირთვს შეადგენს ექვს ბურჯზე გადაყვანილი თაღნარით მოფარგლული წრიული სივრცე, რომელსაც აღმოსავლეთიდან ეკვრის საკურთხევლის აფსიდი. ამ ბირთვს ყველა მხრიდან, გარდა აღმოსავლეთისა, ერტყმის ასეთივე წრიული გარსშემოსავლელი, რომელსაც აღმოსავლეთ ბოლოებში პატარა აფსიდები აქვს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბოლნისის სიონის კათედრალის აგებამდე საეპისკოპოსო ტაძარი ვარდისუბნის ეკლესია იყო. ეკლესია VI ს-შია აგებული და უფრო ადრინდელი ხნით (IV-V სს) მისი დათარიღების ცდები ნაკლებად სარწმუნოა.
ასეთი ხედი იშლება ტაძრის ტერიტორიიდან მდ. მაშავერას ხეობაზე
აღწერის წყაროდ გამოყენებულია "არქიტექტურული მემკვიდრეობა" პირველი ტომი. თბილისი 2001.
0