ჭარბი წონა COVID-19-ის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია - წამყვანი ფრანგი ეპიდემიოლოგისტი

0
ჭარბი წონა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის დიდ რისკს წარმოადგენს. ეს კი, აშშ-ის მოსახლეობას განსაკუთრებით დაუცველს ხდის. ამის შესახებ საფრანგეთის ერთი-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგისტმა გუშინ განაცხადა - იუწყება როიტერსი. ეპეიდემიის საკითხებში საფრანგეთის მთავრობის მრჩეველის პროფესორ ჟან-ფრანსუა დელფრაისის თქმით, კორონავირუსმა ჭარბი წონის, ასაკისა და ქრონიკული დაავდებების გამო 17 მილიონამდე ფრანგიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ მოაქცია. "ეს ვირუსი ახალგაზრდებისთვუსაც საშიშია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ზუსტად ამიტომ ვართ შეწუხებულები ჩვენი ამერიკელი მეგობრების გამო. ამერიკაში ჭარბი წონა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და სავარაუდოდ ამის გამო ყველაზე მეტი პრობლემა მათ შეექმნებათ." - განაცხადა დელფრაისმა. ბოლო დღეებში აშშ კორონავირუსის ყველაზე ცხელ ეპიცენტრად იქცა. მაშინ, როდესაც ევროპის რიგ ქვეყნებში ვრისუსის გავრცელების ტემპი და გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება, აშშ-ში დაინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონინიან ნიშნულს მიახლოვდა. გასულ 24 საათში კი ქვეყანაში COVID-19-გან 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
#politics
#news
#კორონავირუსი
0