ოთხი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია - მარინა ეზუგბაია

0
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 4 ახალი კორონავირუსით ინფიცირებულის წყარო ცნობილია. მისივე თქმით, ეს არის შემოტანილი, იმპოტორებული შემთხვევა. „დღეს, დილის შემდეგ, 4 დადასტურებული შემთხვევა დაემატა. 214 ინფიცირებული იყო და 218 გახდა. ოთხივე შემთხვევის წყარო ცნობილია, ეს არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა. ინფიცირებულთაგან ორი პაციენტი არის ბათუმში და ორი ჩვენთან. ერთი უკვე გადმოყვანილია და მეორეს შემოიყვანენ. როდესაც პაციენტებს ჩვენთან შემოიყვანენ და გაფართოებულ კვლევებს ჩავატარებთ, მერე გეტყვით, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დროისთვის გვაქვს 218 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენი ცენტრიდან დღეს დილით ტესტირება 10 პაციენტს ჩაუტარდა და ყველასთან ნეგატიური პასუხი მივიღეთ“, -აცხადებს ეზუგბაია.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#პანდემია
#მარინაეზუგბაია
#tbilisidaily
0