გარდაიცვალა 9 აპრილის ფოტოების ავტორი გოგი ცაგარელი

0
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი. გიორგი ცაგარელი დაიბადა თბილისში 1947 წელს. განათლებით ინჟინერ-მშენებელი იყო, თუმცა 32 წლის ასაკიდან ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი. ათეული წლების განმავლობაში ფოტოგრაფი თანამშრომლობდა ქართული და უცხოური პრესის სხვადასხვა გამოცემასთან. გოგი ცაგარელი იმ ფოტოგრაფებს შორისაა, რომელმაც 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გადაიღო და ფირზე ასახა. ფოტოგრაფმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ამ ფოტოების ნაწილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.
#ფოტოგრაფი
#გოგიცაგარელი
#9აპრილი
#tbilisidaily
0