ხვალ დილიდან ლენტეხსა და ცაგერში მოეწყობა გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141161 ხვალ დილიდან ლენტეხსა და ცაგერში მოეწყობა გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი- აღნიშნულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. „8 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირს კვლევის შედეგად დაუდგინდა COVID-19. აღნიშნულ პიროვნებას, 3 აპრილს დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. მიმდინარეობს პირველადი კონტაქტების ძიება. დღეს, სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, შეიკრიბა შტაბი, განიხილეს შემდგომი პრევენციული ღონისძიებების სამუშაო გეგმა. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ დილიდან ლენტეხსა და ცაგერში მოეწყობა გადაადგილების კონტროლის სამი პუნქტი, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფა. აგრეთვე, დაწყებულია მოსახლეობის მასიური გასინჯვა, ოჯახის ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და სოფლის რწმუნებულების ჩართულობით (თერმოსკრინინგი). საკონტროლო კვლევები ჩაუტარდა პაციენტის ოჯახის წევრებს და უახლოეს გარემოცვას. დამატებითი გადაწყვეტილებები, ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით, საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0