თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა - მელია ქართული პირბადეების ხარისხზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141166 თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელია გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში წარმოებული პირბადეები "წარმოუდგენლად" უხარისხოა. მელიას თქმით, "თავმოყვარე ადამიანი" ამ პირბადის გაკეთებას არ იკადრებს. "წარმოუდგენელია, არ დავიჯერე ამდენად უხარისხო პირბადეა. ჩვენივე ფულით სუბსიდირებული პირბადე, რომელიც ლარი და ორმოცდაათი თეთრი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს და ახლა ორმოცდაათ თეთრად რომ ყიდიან. აი, თავმოყვარე ადამიანი არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას, ეს არის სამარცხვინო. სამ ადამიანთან გადავამოწმე სანამ ამას ვიტყოდი და არ მჯეროდა, თმები რომ მქონდეს, ყალყზე დამიდგებოდა", — განაცხადა მელიამ tv პირველის ეთერში.
0