ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო - ზურაბიშვილი
152 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141167

ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რადგან ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი, უნდა იყოს სამაგალითო, საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მის ცხოვრებაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა ეკლესიაში აღდგომის წირვაზე არ მისულიყო, თუმცა ახლა გამონაკლისის დაშვება მოუწევს, რადგან წესებს უნდა დაემორჩილოს.

„სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
5
Write a comment