http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141170
გავიდეს, გააგრძელოს ქველმოქმედება, მეცენატობა, მებაღეობა მინდაო თქვა და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი მებაღე იქნება - ამის შესახებ განცხადება, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ გააკეთა.
"როცა ხელისუფლებაში ხარ, შენი ბონუსი ნებისმიერ ქველმოქმედებაზე არის ძალაუფლება და შენს ირგვლივ მყოფი ინტერეს ჯგუფები აშენდნენ ამ პერიოდში , აქ რილად რომ ვთქვათ, მის მიერ გაღებული თანხები აღიქმება როგორც ინვესტიცია, რომელი ექვემდებარება ამოღებას. თუ ამას ბიძინ ივანიშვილი არ აკეთებ, მის ირგვლივ ძალიან ბევრი წურბელა აკეთებს. ჩვენ ამას ვხედავთ და შესაბამისად უკმაყოფილოო ადამინებს სეგმენტი ბევრია. მისი ქველმოქმედება დამაჯერებლობას კარგავს. მან ეს სამე კარგად იცის, კარგად გამოდის და რაც მთავარია უყვარს. პოლიტიკა არ არის მისი საქმე. ახლაც გამოჩნდა, როგორც კი დისტანცირდა ხელისუფლებიდან და ინსტიტუციური წესრიგი აღდგა, გამოჩნდა რომ ამ მთავრობასაც კი რაღაც შეძლებია. ფაფხურობენ, რაღაცას აკეთებენ.
ფუნქციონალური გახდა, ეფექტური და ჩვენ ეს მოვწონს. შესაბამისად, სჯობს ბიძინა ივანიშვილი, მაინცდამაინც არ უყვარს ეს პოლიტიკა, კარგი დროა პოლიტიკიდან გასასვლელად, გავიდეს, გააგრძელოს ქველმოქმედება, მეცენატობა, მებაღეობა მინდაო თქვა და დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი მებაღე იქნება. აკეთოს ის საქმე რაც უყვარს, მაგრამ მარტო ამის დეკლარირება არ იქნება საკმარისი. იმისთვის რომ ამ კარებიდან ღირსეულად გავიდეს, მე მას მივმართავ, პოსტ კრიზისულ პერიოდში ყველა ის მინისტრი წავიდეს მთავრობიდან, რომელიც მასთან აფილირდება. ასეთია იქ უმრავლესობა და გახარიას მიეცეს საშუალება, მოახდინოს საკუთარი გუნდის ფორმირება. რადგან მან დაამტკიცა, რომ რაღაცეების უნარი აქვს. სანამ ის ხელს აფათურებდა, ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა და არასწორად კეთდებოდა და სერიოზული პრეტენზიები იყო. როგორც კი ჩამოშორდა, ამ კაცმა რაღაც ფხა გამოაჩინა. აცადოს მუშაობა“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.