სპეციალისტები ქართული წარმოების პირაბდეებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობენ

0
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის, გელა მგელაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები შემოწმებულია და წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს. „ქართული წარმოების პირბადეები შემოწმებულია ამ წვეთოვან გადაცემაზე. პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს, ადამიანი ვინც მას ატარებს, იქნება დაცული. ექიმებისთვისაც, სამედიცინო პერსონალისთვისაც ეს პირბადეები ერთჯერადად შეიძლება იყოს გამოყენებული. სადაც მაღალი რისკია კლინიკებში, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად მისი გამოყენება თავის დაცვის მიზნით. საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივ ურთიერთობებში უკვე შეიძლება მისი მრავალჯერადად გამოყენება“, – განაცხადა გელა მგელაძემ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასეთი სახის პირბადეები არის საყოფაცხოვრებო ხმარებისთვის, მრავალჯერადია, გარეცხვასა და გაუთოებას ექვემდებარება. ხოლო, თუ სამედიცინო მიზნით ვიყენებთ, ის ერთჯერადია და გამოყენების შემდეგ უნდა გადავაგდოთ ხოლო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია.
#კორონავირუსი
#ქართულიპირბადე
#კრიტიკა
#tbilisidaily
0