4 votes
0 comments
0 shares
Save
63 views
Ana No
Chkhorotsku · 3 months ago

Ana No
Chkhorotsku · 3 months ago
Similar Posts
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 2 months ago
მეფე გიორგი I - ის სიტყვა სიკვდილის წინ ("დიდოსტატის მარჯვენა") რამდენი საუკუნე გავიდა და არაფერი შეცვლილა, სულ არაფერი... "-ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა? - არავინაა, მეფევ ბატონო. - კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს. - რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?! - არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა. მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" . სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები". მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს: - ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა."
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 2 months ago
აღდგომა იმედია, რომ გარდაცვალება დასასრული არ არის... აღდგომა შურზე, მტრობაზე, სიკვდილზე გამარჯვებაა. აღდგომა სიყვარულია, რომელიც მუდმივ წრებრუნვაშია. იცვლის თაობებს, წლებს, სივრცეებს, მაგრამ არასოდეს იცვლის დანიშნულებას. აღდგომა მიტევებაა. აღდგომა პატიებაა კაცობრიობის ჩადენილ ცოდვებზე. აღდგომა ყოველი ჩვენგანის ნუგეშია, დავიბადოთ ხელახლა... რომ უფალში გავაგრძელოთ სიცოცხლე... აღდგომა უფლისა იესო ქრისტესი კაცობრიობის უკვდავებაა! გილოცავთ ქრისტიანებო!
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 3 months ago
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 3 months ago
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 2 months ago
- რომელ კლასში ხარ ლადო? - მეოთხეებში გადავდივარ. - რა ნიშნები გყავს? - რავიიი! - შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა? - ორებს კი არა, ისაა. - მაშ, რა ნიშნები გყავს? - ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები. - რა გვარი ხარ? - წიკლაური. - შეყვარებული ხომ გყავს? - შეყვარებული არა, ისაა! - მე რომ მითხრეს ჰყავსო? - არაფერიც. - შენი კლასელია? - ვინა? - ის გოგო, შენ რომ გიყვარს. - არავინაც არ მიყვარს. - მე რომ მითხრეს? - რა გითხრეს? - ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო. - უკან კი არა, წინ ზის. /გოდერძი ჩოხელი/🥺🥺💜
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 3 months ago
- ყველაზე ლამაზი ის თვალებია, რომელიც სიყვარულით გიყურებს და არააქ მნიშვნელობა რა ფერია...
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 3 months ago
და აი, მიავლინა უფალმა მთავარანგელოზი გაბრელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში ქალწულ მარიამთან. წარუდგა ანგელოზი ქალწულს და უთხრა: ,,გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანაა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის... და აჰა, ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვა ძე და უწოდი სახელი მისი იესუ." ხარებას გილოცავთ ❤💕💫💫
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 2 months ago
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 3 months ago
Ana No
Chkhorotsku, Georgia · 3 months ago