უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ყოველდღიურად განხლებადი ინფორმაცია გამოქვეყნდება

0
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, COVID 19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო. მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს 2 მიმართულებით: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა; მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში. ბოლო მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3321 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. განახლებული მონაცემების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://mfa.gov.ge/MainNav/CoVID-19-mfa-stats.aspx?fbclid=IwAR0UMHxmglch9w63C81O-TM5RlRyT22u9gNN6tBG1IYVfh6Hnkjr-uDr640
#კორონავირუსი
#საქართველოსმოქალაქეები
#ფრენები
#tbilisdaily
0