5 votes
0 comments
0 shares
Save
118 views
ალექსანდრე შამათავა
Jikha · 3 months ago

მავნე ჩვევა ,,თამბაქოს მოხმარება"❌❌

👎👎


ალექსანდრე შამათავა
Jikha · 3 months ago
Similar Posts
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 1 month ago
რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ თავისუფად შემიძლია შევასრულო
ვარჯიში👍💪✌ 😍
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
#დარჩისახლშივარჯიში👍💪👌✌👍
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლა სპორტი 💪👍👌✌👍
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
ფიზიკური აქტივობები და მათი გავლენა ჯამრთელობაზე. 2💪
+2
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
✅ჯანსაღი კვება🍏🥦🥕🥒💪👍😍
+4
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
#დარჩისახლში😍✌💻📖📘📚
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
პირადი ჰიგიენა!
+3
ალექსანდრე შამათავა
Jikha, Georgia · 3 months ago
პირადი ჰიგიენა!
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi, Georgia · 3 months ago
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არი
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არიან. 🚬 ✔️✔️ექიმი ვინიქოფი ამბობს, რომ სუფთა ჰაერი არის ის, რასაც უნდა ვისუნთქავდეთ, განსაკუთრებით - მსოფლიო პანდემიის პირობებში.✔️✔️ 🦠თამბაქოსა და მარიხუანას შემცველი პროდუქტები აზიანებენ ფილტვებს, ანუ ზუსტად იმ ორგანოს, რომელსაც ურტყამს კორონავირუსი. ☘️❌„ამ მშფოთვარე პერიოდში, როგორიც არის პანდემია, ადამიანი კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება არაჯანსაღი, „დამამშვიდებელი“ ჩვევებისკენ, იქნება ეს კარტოფილის ჩიფსის, ბევრი შოკოლადის ჭამა თუ - კიდევ ერთი ჭიქა ღვინო. მაგრამ ისეთი „დამამშვიდებელი“ ჩვევა, როგორიც არის მოწევა, საგანგაშოა დღვენადელ რეალობაში,“ - გვაფრთხილებენ ექიმები. 🚬ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მწეველებმა ან უნდა შეამცირონ ან საერთოდ დაანებონ თავი მოწევას, რადგან კორონავირუსი პირდაპირ ფილტვებს უტევს. 🗣„პანდემიის დროს მოწევისთვის თავის დანებებამ შეიძლება გადაარჩინოს არა მხოლოდ თქვენი სიცოცხლე; თუკი არ დაგჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, ამით შეიძლება სხვისი სიცოცხლეც იხსნათ,“ - ამბობს ექიმი ჯონათან ვინიქოფი, პედიატრიული კვლევის დირექტორი მასაჩუსეთსის მთავარი საავადმყოფოს თამბაქოს კვლევისა და მკურნალობის ცენტრში. ხუთშაბათს ექიმმა ვინიქოფმა მასაჩუსეთსის გენერალურ ადვოკატთან, მაურა ჰეილისთან, ერთად გამოსცა წერილობითი კონსულტაცია, რომ ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს მოწევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს COVID-19-ის გავრცელებას. 🧠👥„მწეველს მიაქვს ხელსაწყო ან თავად სიგარეტი პირთან, მას ისუნთქავს და შემდეგ იმეორებს ამ მოძრაობებს,“ - ამბობს ბატონი ვინიქოფი, – „მწეველი ეხება ფილტრს, შემდეგ ეს ფილტრი ეხება სახეს, შესაბამისად ხელზე არსებული ბაქტერიები ვრცელდება სახეზე. ამასთან ერთად, ბევრს ჩემი მწეველი პაციენტებიდან აქვს გამწვავებული ხველა. ესეც ვირუსის გავრცელების პირდაპირი გზაა“. ​👎კვლევები გვიჩვენებს, რომ სიგარეტის მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ართულებს ფილტვების ფუნქციონირებას. ადამიანის ორგანიზმზე ელექტროსიგარეტის გავლენა ჯერჯერობით საფუძვლიანად არაა გამოკვლეული, რადგან მისი გამოყენება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ცნობილია, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ანთება. 🤒კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სურნელოვანი თამბაქოს პროდუქტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, შეუძლიათ გაამწვავონ ფილტვების ინფექცია. მასაჩუსეთსის მრჩვევლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მწეველები უფრო მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის მიმართ და თუ დაინფიცირდნენ, ასეთი პაციენტები უფრო რთულად იტანენ СOVID-19-ს, ვიდრე - არამწეველები. 🐁 „თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც არიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ, მეტად მგრძნობიარენი არიან ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ვიდრე - სხვა თაგვები,“- აღნიშნავს რობერტ ტარანი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის პროფესორი. 👨‍💼👩‍💼ახალგაზრდების გასაოცრად დიდი ნაწილი მძიმედაა ავად COVID-19-ით. ზოგიერთ ადამიანს უჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს მონაცემები დაკავშირებული თამბაქოსა და მარიხუანას მოწევასთან? ​„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ადამიანებს, დაანებონ თავი ნებისმიერი ნივთიერების შესუნთქვას, რაც იწვევს ფილტვების დაზიანებასა და ანთებას, რადგან ასეთი ორგანიზმი მიმზიდველ გარემოს უქმნის კორონავირუსს და სანამ სხვა, საპირისპირო თვალსაჩინო მტკიცებულება არ გამოჩნდება, მე ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია.“ - თქვა ექიმმა ქეროლინ დრესლერმა, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თამბაქოს ნაწარმის ცენტრის სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ასოცირებული დირექტორმა, გასულ კვირაში საერთაშორისო არაკომერციული ჯგუფის ვებინარის დროს - „Action on smoking and health”. 🚬🦠ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ჩინეთში მწეველებს ორჯერ უფრო რთულად გადააქვთ COVID-19, ვიდრე - არამწეველებს. იგივე მაჩვენებელი იყო 2012 წელსაც, სხვა კორონავირუსით, MERS-ით ავადობის დროსაც. კიდევ ერთი რამ მიუთითებს კორონავირუსის მიმართ მწეველთა დაუცველობაზე. ვირუსი თავს ესხმის სხეულს, ეკრობა რა დამაკავშირებელ რეცეპტორს, რომელსაც ჰქვია ანგიოტენზინი და გარდაქმნის ფერმენტად ანუ აგფ-ად. თამბაქოს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს აგფ-ს გამომხატველობა. სწორედ ამიტომ ამბობენ ექიმები, რომ მწეველები შეიძლება ვირუსის ბევრად მეტი სახეობებით დაინფიცირდნენ, ვიდრე - სხვა პაციენტები. 🇺🇸 ბოლო მონაცემების მიხედვით, ამერიკაში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით ასეთია: ზრდასრულები - 34 მილიონამდე და 5 მილიონამდე საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები, ვისაც გასინჯული აქვს ელექტროსიგარეტი ან მარიხუანა. წინა ზაფხულში სახიფათოდ გავრცელდა ფილტვების სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელსაც უკავშირებენ მარიხუანას მოწევას ელექტრომოწყობილობით, სადაც ემატება მარიხუანას ზეთი, რომელიც შეიცავს ა ვიტამინის აცეტატს. „მაგრამ ამ პაციენტებს შორის 15% აცხადებს, რომ მხოლოდ ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტი ჰქონდათ მოწეული,“ - ამბობენ ექიმები. ოჯახის ექიმთა ნიუ-იორკის სახელმწიფო აკადემიამ გასულ თვეში მოგვიწოდა პანდემიის პერიოდში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების გაყიდვის შეჩერებისკენ. თამბაქოს მაღაზიები უკვე ბევრ შტატშია დაკეტილი და არ ფუნქციონირებს, რადგან ისინი არ ითვლება „საციცოცხლოდ საჭირო“ ბიზნესად. თუმცა სუპერმარკეტებს და ავტოგასამართ სადგურებს ეს შეზღუდვები არ ეხება და თავისუფლად ვაჭრობენ თამბაქოთი. წყარო : -
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
კოვიდ-19-ის სწრაფი გავრცელება აიძულებს ამერიკის ზოგიერთ შტატს უკან დაიხიოს შეზღუდვების გაუქმებისგან
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა სარეკორდო ზრდა აღინუსხა 26 ივნისს. 40 ათასი ახალი შემთხვევა, რაც სარეკორდო ზრდაა, აიძულებს ბევრი შტატის ხელისუფლებას შეაჩერონ შეზღუდვების და აკრძალვების გაუქმება. ტეხასის შტატის გუბერნატორმა განკარგულება გასცა დაიხუროს ყველა ბარი, რადგან ამ შტატში 17 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო სამი დღის განმავლობაში. ფლორიდის შტატში ბარებში აიკრძალა ალკოჰოლის მოხმარება. იქ ახალ შემთხვევათა რაოდენობა დღიურად ცხრა ათასს მიუახლოვდა. ეს ორი შტატი მიეკუთვნება რეგიონებს, სადაც ეკონომიკის გახსნა შეჩერდა კორონავირუსის შემთხვევათა ზრდის გამო. ზოგიერთი მოსაზრებით, რაოდენობის სწრაფ ზრდას განაპირობებს ტესტირების გაფართოება, მაგრამ ზოგიერთ არეალში იზრდება ტესტირების შედეგად დადგენილი დადებითი პასუხების რიცხვი. ტეხასსა და ფლორიდაში იზრდება ასევე ჰოსპიტალიზებულთა რიცხვიც. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის კვლავ გახსნა და ხალხის მიერ ნიღბების ტარების, ასევე სოციალური დისტანცირების რეკომენდაციების უარყოფა. ტეხასის შტატის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა, რომელიც აშშ-ში შეზღუდვების სწრაფად გაუქმების ყველაზე აქტიური მომხრე იყო, განაცხადა, რომ ახალ შემთხვევებს ხელს უწყობს „ტეხასელების ჩვევა ბარებში შეიკრიბონ“. ვაშინგტონში, თეთრ სახლში კორონავირუსის სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა პირველად ბოლო თითქმის ორ თვეში, რათა კოვიდ-19-ის აფეთქების საპასუხო ზომებზე ემსჯელათ. ჯგუფს თავმჯდომარებს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ხელმძღვანელობს.#ახალი_ამბები#twitter