0
40 წელი ატარა მოსემ ებრაელი ხალხი მონობიდან რომ განთავისუფლებულიყო, 40 წელი დასჭირდა მას, რომ თავისუფლების იდეა სრულყოფილებაში მოეყვანა, სრული თაობათა ცვლა, ბავშვობიდან აღზრილი ადამიანი თავისუფლების ძიებაში, გახდა მიზეზი თავისუფლების მოპოვებისა... საქართველოში კი ეს ყველაფერი პირიქით დატრიალდა, "ერი გულადი, პურადი, მებრძოლი, მოყვასი თავის ქვეყნისა" ერთბაშად აღმოჩნდა 70 წლიან დამპყრობლის ტყვეობაში, არა სახელმწიფო, არა მეფე, არა რელიგია, არა პატრიარქი, არა პატრიოტიზმი, გადაწერილი და დამახინჯებული ისტორია, განადგურებული გენეტიკა, ჯვარი და ხმლის ჩანაცვლება ყანწი და ღვინით, არა ეროვნულობის განცდა, ხოტბა და დიდების შესხმა უცხო "დიად" სახელმწიფოზე...70 წელი ტყვეობა, 70 წელი მონობა, სრული დეგრადაცია, სრული თაობათა ცვლა, გმირების და ეროვნული ხალხის დახვრეტა, შიშის და ნიჰილიზმის დაფუძნება, შური და ღვარძლის გაღვივება, დასმენა, ცილისწამება, შეურაწყოფა, ეროვნული თვითმყოფადობის გენეტიკური გარდაქმნა, გონებრივი სიმახინჯე, უგუნური ქმედებები უკვე გახდა ქართველი ერის ქვეცნობიერი, ინსტიქტური მოქმედებებისა...აგერ უკვე 27 წელია რაც მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ჩვენ რომ თავისუფლებით ვიამაყოთ, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ხელს გვიშლის მონობაში აღზრდილი ადამიანების დამოკიდებულება, ახალგაზრდების სწრაფვას უსაზღვრო შესაძლებლობისკენ, მე მწამს და მჯერა რომ დრო აუცილებლად განკურნავს ამ მწარე სენს, წლების შემდეგ საქართველო მოიშორებს ამ სახადს და როგორმე გავაცნობიერებთ, რომ სამყაროში ყველა ადამიანს გვაქვს კონსტიტუციური უფლება ვიყოთ თავისუფალი, განურჩვევლად რელიგიისა, რასისა, კანის ფერისა და წარმომავლობისა. დიდება 9 აპრილის გმირებს, მათ სწორედ ჩემი თვალით დასანახი თავისუფალი საქართველოს გამო გაიღეს მსხვერპლი.
0