ქუთაისის ლაბორატორიაში 39 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. საუბარია შუახნის ქალზე, რომელიც თერჯოლიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ეს თერჯოლაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა.
მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. პაციენტის დაინფიცირების პირველწყარო ჯერ-ჯერობით უცნობია. მიმდინარეობს კვლევა.
ქალს საზღვარგრეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს. ამასთან, ყველა ტესტის პასუხი, რომელიც ვანის კლასტერს უკავშირდებოდა, უარყოფითია. ანტისხეულების ტესტირება ჩაუტარდება 75 წლის ქალის შვილსაც. პასუხი დღეს გახდება ცნობილი. ამ დროისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში 76 პირი იმყოფება, 480 კი კარანტინში.
#terjola
#georgia
#covid19
#coronavirus
#stopcovid19