გაერთიანებულ სამეფოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 8 000-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 881 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლენილია ინფიცირების 4304 ახალი შემთხვევა, რითაც ინფიცირებულთა რიცხვი 65077-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა შორის არის მედიკოსიც, უროლოგი აბდულ ჩოვდური, რომელმაც გასულ თვეს, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს სამედიცინო პერსონალის დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფა ღია წერილის საშუალებით სთხოვა. ის ქუინსის ჰოსპიტალში 15-დღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
თავად პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილება დატოვა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა უმჯობესია.
#uk
#covid19
#coronavirus
#stopcovid19
#borisjohnson