მოსკოვში 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
მოსკოვის ეკლესიების 8 მღვდელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომები კიდევ სამ მღვდელს აღენიშნება, თუმცა მათი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სამუშაო ჯგუფის განმარტებით, რისკის ქვეშ მოსკოვის 6 ეკლესიის მრევლი აღმოჩნდა. მათ ყურადღების გამოჩენისა და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ. შეგახსნებთ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა კირილმა მრველს არაერთხელ მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიებში სიარულისგან და სახლში ილოცონ. გუშინ კი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულს უწოდებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სააღდგომო დღეებში სასაფლაოზე გასვლის აკრძალვის შესახებ, რაც კოვიდ-19 ინფექციასთან არის დაკავშირებული. მისი აზრით, ხელისუფლების ამგვარი გადაწყვეტილება ბევრ ადამიანს დაიცავს ინფექციისგან.
#news
#opinion
#religion
#coronavirus
#corona
#covid19
#covid
#stopcovid19
#stopcov
#stopcoronavirus
#სიახლე
#სიახლეები
#კორონავირუსი
#კორონა
#კოვიდ19
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0