პატარა გოგოს, მეტსახელად „ლუღის“ მოქალაქეებმა 16 ათას ლარზე მეტი შეუგროვეს

0
5 წლის ქრისტინას, მეტსახელად „ლუღის“ წითელი სახლისთვის მოქალაქეებმა 16 ათას 912 ლარი შეუგროვეს. ზუგდიდში „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ქრისტინასანგარიშზე 8 150 ლარი უკვე გადარიცხა. როგორც ფონდის ხელმძღვანელი „პრაიმტაიმთან“ ამბობს, მოქალაქეებისგან თანხის ჩარიცხვას აგრძელებენ. „ჩარიცხვები გრძელდება…არ ვიჩქარებთ და უფრო მეტი, რომ მოგროვდება „ლუღის“ წითელი სახლი უნდა ვაჩუქოთ“, – ამბობს სალომე ფაცაცია. ასევე, სენაკელმა ანა ბაკურაძემ კი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას რამდენიმე წელია ეწევა, მეგობრების და ფეისბუქ მომხმარებლების დახმარებით ქრისტინასთვის 8 762 ლარის შეგროვება შეძლო. „ლუღის ვიდეო, რომ ვნახე ძალიან ვიხალისეთ და შეგვიყვარდა ეს ბავშვი. ერთი სოფელი გვაკავშირებს, დედაჩემის მეზობლები არიან“, – აღნიშნა ანა ბაკურაძემ. სალომე და ანა თანხებს გააერთიანებენ და ქრისტინა ფანჩვიძისთვის მალე ახალი სახლის ყიდვას ან აშენებას გეგმავენ https://primetime.ge/patara-gogos-metsakhelad-lughis-moqalaqeebma-16-atas-larze-meti-sheugroves/
0