საქართველოში კორონავირუსის უკვე 230 დადასტურებული შემთხვევაა

ByOn.geGeorgia
0
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ბოლო ნახევარ საათში კიდევ 3-ით გაიზარდა და უკვე 230-ია. მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 52 ადამიანი. ინფიცირებულებს შორის კი გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმში 4 829 პირი რჩება, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 410 პაციენტია.
#news
#politics
Covid19
ByOn.geGeorgia
0