ამერიკელი მეცნიერები შიშობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატება კოვიდ 19-ს ვერ შეასუსტებს
ამერიკელი მეცნიერები შიშობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატება კორონავირუსს ვერ შეასუსტებს. CNN-ის ინფორმაციით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა თეთრ სახლს საგანგებო წერილი გაუგზავნეს. წერილში ნათქვამია, რომ კორონავირუსი მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებშიც შეძლებს არანაკლებ ეფექტურად გავრცელებას.
#კორონავირუსი
#covid19
#USA