საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი განიკურნა და სულ გამოჯანმრთებულთა რიცვმა 54 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 430 პირი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 54 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#tbilisidaily
y
0