კიდევ ერთი მეყვავილე, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის გამო ყვავილები სათბურში უჭკნება ზაურ შერმაზანაშვილია და თქვენ მისი დახმარებაც შეგიძლიათ. ზაური გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში ცხოვრობს და მის სათბურში ასეულობით თეთრი კალა ყვავილობს, რომელიც მისი შემოსავლის მთავარი წყაროა.
სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში მეყვავილე მოქალაქეებს სთხოვს, რომ ყვავილები საჩუქრად, უფასოდ მაინც წაიღონ, რადგან ერთ თვეში კალები დაჭკნება.
#news