პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55 პაციეტი აგრძელებს მკურნალობას.
„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი, კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია. ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას.
ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
#მარნეული
#პაციენტი
#კლასტერი
#კლინიკა
#tbiliaidaily
y