11:05 | 2020-04-10
საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია – atlantico
გააზიარე
„საქართველომ შეიძლება მისი მიღწევებით იამაყოს, რადგან ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია“, – წერს atlantico სტატიაში, სათაურით „ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.
სტატიის ავტორის, ბრუნო ალომარის თქმით, ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის შეფასებები და ცხადყოფს, რომ საქართველოში შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელი.
„თუ 2006 წელს ის 32.5 პროცენტი იყო, 2017 წელს მან 16.3 პროცენტამდე იკლო.
უფრო ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში“ საქართველოს მე-7 პოზიცია გლობალური მასშტაბით.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირის შიგნით მხოლოდ დანიას (მე-4 პოზიცია) აქვს საქართველოზე უკეთესი ბიზნეს გარემო (ინფორმაციისთვის, გერმანია 22-ე ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში)” – ნათქვამია სტატიაში.
https://primetime.ge/saqartvelom-sheidzleba-misi-mightsevebit-iamakos-radgan-bolo-tslebshi-situatsia-mnishvnelovnad-gaumjobesebulia-atlantico/