საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში მყოფი ქვეყნის მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს 2 მიმართულებით: სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა; მოქალაქეების უსაფრთხო, ეტაპობრივი დაბრუნება საქართველოში.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ COVID 19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო.
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3321 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე, “- აღნიშნულია განცხადებაში.