თერჯოლაში COVID 19 ის პირველი შემთხვევა დადასტურდა

0
თერჯოლაში COVID 19 ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსი ადგილობრივ 55 წლის ქალს დაუდასტურდა, მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ეპიდემიოლოგების მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ინფიცირებული ქალბატონის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 39 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში შემოწმდა და აქედან ერთი იყო დადებითი. ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 11 პაციენტი გადის. იმერეთის ხუთ საკარანტინო სივრცეში 480 პირი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში რჩება 76 პირი.
0