ოთხმოცი დარღვევა და ორი დახურული კაფე: შემოწმება, რომელიც ჩაატარეს სოხუმის ხელმძღვანელებმა

0
სოხუმის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კან კვარჩიამ დაათვალიერა სოხუმში არსებული კვების ობიექტები და მაღაზიები. სოხუმში დაახლოებით 80 ობიექტი მოქმედებს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის წესების და დამატებითი ზომების დარღვევით. შემოწმების დროს მახაჯიროვის სანაპიროზე ორი კაფე "ჩაგემ" და"ბარიისტა", დაიხურა. ასევე ბევრი მათგანი არ გადავიდა "ფანჯრის" ოპერააციის რეჟიმზე, რაზეც მიიღეს გაფრთხილება. ქალაქის სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას თქმით, სოხუმში ეპიდემიოლოგირი ვითარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას ექიმების რეკომენდაციები. კან კვარჩიამ მიმართა მოსახლეობას და კიდევ ერთელ გაახსენა, რომ კორონავირუსის გავრცელების დღევანდელ ვითარებაში, დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა. "ჩვენ სიტყვებით ვცდილობთ ხალხს დავარწმუნოთ, რომ დაიცვან წესები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ უფრო მკაცრ ზომებს მივიღებთ." - კან კვარჩია
#კორონავირუსი
#აფხაზეთი
#SokhumiDaily
0