TNT ჯგუფის სოციალური აქცია ზუგდიდში.
ზუგდიდში, TNT ჯგუფმა სოციალური აქცია “გაიღე და დაეხმარე უპოვარს” განახორციელა.
სამშენებლო კომპანიის, TNT ჯგუფის მეპატრონეებმა ქალაქის ცენტრალურ უბანში კარადა დადგეს, რომელიც ყოველდღირად შეივსება იმ საჭირო პროდუქტებით, რომელიც ადამიანთა საარსებოდ ნამდვილად საჭიროა.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებენ:
“ეს არის ერთგვარი გამოწვევაც. ჩვენ ვიწვევთ აქციის ფარგლებში ყველა იმ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმარონ ჩვენს თანაქალაქელებს. ეს უბრალოდ კეთილი ნებაა და ძალიან დიდი მადლიც. ჩვენს მიერ დადგმული ქველმოქმედების კარადა ყოველდღიურად შეივსება იმ აუცილებელი პროდუქტებით, რომლებიც თითქმის ყოვედღიურად სჭირდებათ სოციალურად დაუცველებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო დროებით უმუშევრად ითვლებიან.”
#ზუგდიდი
#TNT
#სამშენებლოკომპანია
#სოციალურიაქცია
#zugdididaily