ხიჭაურის უნივერსიტეტსი ონლაინ სწავლა არ განახლებულა. ამის შესახებ სტუდენტებმა ანონიმურად აჭარის ტელევიზიას განუცხადეს.
ჟურნალისტებს ადგილზე ადმინისტრაციის არცერთი წარმომადგენელი არ დახვდა და არც პრეს-ცენტრში უპასუხეს, თუ რა სიტუაციაა ხიჭაურის უნივერსიტეტში.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება დისტანციურად უნდა გაგრძელდეს. თუმცა, როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, ხიჭაურის უნივერსიტეტი მთავრობის ამ დადგენილებას არ ემორჩილება.
არც უნივერსიტეტის საიტზე შევხვდით რამე სიახლეს. "საქართველოში ვირუსული ინფექციების შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის შეჩერების თაობაზე. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო პროგრამების ყველა საფეხურზე შეჩერდება 2 მარტს და განახლდება 16 მარტს" - ეს განცხადება უნივერსიტეტმა 1 მარტს გამოაქყვენდა და იმის შემდეგ, ინფორმაცია არ განახლებულა.