ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ქართული წარმოების პირბადეები დღეს ყველაზე ლამაზი აქსესუარია და ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია. ამ თემაზე მინისტრმა მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
"გემოვნებაზე არ დაობენ, მე რომ მკითხოთ ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი ლამაზი მოხდენილი ნივთი რაც რაც მთავარია იკერება საქართველოში, 1000-მდე ადამიანს ვასაქმებთ ვინც დღეს ამ პირბადეების კერვაში არიან ჩართულები. ჩვენთვის ეს პირბადე არის გაცილებით უფრო ლამაზი და უკეთესი ვიდრე რომელიმე ჟღერადი ბრენდით დამშვენებული სხვა ატრიბუტი", — თქვა ნათია თურნავამ.
#news
#politics
#Covid19