3 votes
0 comments
0 shares
Save
რუსეთის დიდ ქალაქებში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა
102 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. მისი თქმით, საფლავებზე მისვლა მოქალაქეებს მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის გამო შეეძლებათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, სხვა შემთხვევაში საფლავებზე გასვლა იკრძალება. მერის თქმით, ჩვეულებრივ აღდგომის დღესასწაულის კვირაში საფლავებზე მილიონობით ადამიანი გადის, რაც ახლა საფრთხის შემცველია.

”სამწუხაროდ, ამ გაზაფხულზე შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება“, - აღნიშნა მერმა.

ამასთან, აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის აკრძალვას მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც. საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გონივრულია. მათივე თქმით, საფლავებზე არგასვლა არც გარდაცვლილთა ხსოვნას შეურაცხყოფს და არც ცოდვად არ ითვლება.

#russia #covid19 #stopcovid #coronavirus

s


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Tbilisi · 5 days ago
ეკოლოგია
თვითონ ეს ტერმინი, რომელიც გარემოს დაცვის აღსანიშნავად გამოიყენება ბერძნული სიტყვაა (Oikos - სახლი, გარემო; Logos - შეცნობა) და გარემოს შესწავლას გულისხმობს. იმ გარემოსი რომელსაც ადამიანი დღესაც, 21-ე საუკუნეშიც დიდ ზიანს აყენებს. უამრავ წყაროში გვხვდება ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა საფრთხის შემცველია მისდამი უყურადღებობა და უდიერი მოპყრობა. მაგრამ ადამიანები არ ითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას და მაინც არ დგამენ მკვეთრ ნაბიჯებს. რა იგულისხმება მკვეთრ ნაბიჯებში? ჰაერის, ნიადაგის, წყლის დაბინძურება და სხვა. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მკვეთრი და კომპლექსური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ავიღოთ ჩვენი ქვეყანა, ყველა ვხვდებით რომ, თუ არსებულ ეკოსისტემას არ გავუფრთხილდებით ყველაზე ბრუტალურ შედეგს მივიღებთ, რომელთა შორის უმძიმესი ცოცხალი არსებების განადგურება მათ შორის ადამიანის. სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ჩვენი უმოქმედობით. მაგალითისთვის ავიღოთ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა სტატისტიკა: სიმსივნე - 35 394 ადამიანი; სასუნთქი სისტემის დაავადებები - 13 893 ადამიანი, სისხლის მიმოქცევის პრობლემები - 101 775 ადამიანი. როგორც კვლევები ამბობენ ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს, კავშირი აქვთ გარემოზე უდეირ მოპყრობასთან და ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ამ დაავადებებისა ესაა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო ჰაერის სისუფთავის ინდექსით 109-ე ადგილს იკავებს. სუფთა ჰაერის პირველი მტერი კი ავტომობილებიდან და ქარხანა-დანადგარებიდან გამოყოფილი გამონაბოლქვია. ნივთიერებები, როგორიცაა: მტვრის მყარი ნაწილაკები; NO2(აზოტის დიოქსიდი); SO2(გოგირდის დიოქსიდი) PM-2.5,PM-10 ერევა იმ ჰაერს რომლსაც ჩვენ ვსუნთქავთ. და მაინც რა პრობლემებს იწვევს ? ის გამომწვევია ისეთი პრობლემებისა, როგორიცაა: სიმსივნე, თვალის გაღიზიანება, ბრონქიტი, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა და სხვა. თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში მაინც მიმდინარეობს „დიზელზე“ მომუშავე ავტომობილების გადაადგილება და უფილტრო ქარხნების ფუნქციონირება. უამრავმა სახელმწიფომ დაიწყო ელექტროავტომობილებზე და ველოსიპედებზე გადაჯდომა. მაგალითად: მსოფლიოში პირველად, ავსტრიის ქალაქ ბაირონ ბეიში უნდა მოხდეს 100%-ით მზის ენერგიაზე მომუშავე მატარებლის ამუშავება. „SunMan”-ის მზის პანელები დამონტაჟებულია მატარებლის სახურავზე, რომელიც გამოიმუშავებს ენერგიას, 77კვ/სთ. მატარებლის ელემენტებს დაახლოებით იგივე შესაძლებლობის სიმძლიერე აქვს, რაც „ტესლას S“ მოდელს და დატენვა ჰყოფნის 12-დან 15-მდე მარშუტის შესრულებას. ამასთანავე იგი ინაზღაურებს დახარჯული ენერგიის 25%-ს. თავდაპირველად მატარებლით მოსახლეობა მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლებს, მაგრამ იანვრიდან ის სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, იმისა თუ როგორ ებრძვის განვითარებული სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას. ის ხომ მხოლოდ დაავადებების გამომწვევი არა. დაბინძურებული ჰაერი ტემპერატურის მატების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, რაც თავის მხრივ იწვევს ყინულის საფარის დნობას და ხანძრებს. მაგ: 1972 წლის შემდგომ, გრენლანდიის ყინულის საფარის დნობამ, ზღვის დონის 1,27 სმ-ით აწევა გამოიწვია. აპრილში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტატისტიკის ნახევარი გასულ რვა წელზე მოდის. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ვარაუდობენ რომ, დანიის ყინულოვანი საფარი 1000 წელიწადში გადნება, რაც წყლის 27მ-ით მომატებას გამოიწვევს. დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის კლიმატოლოგი, რუთ მოტარამი ამ ქრონოლოგიას ეჭვის თვალით უყურებს და თვლის, რომ ტემპერატურის 1,5-2 გრადუსით მომატების შემთხვევაში, დადგება წერტილი რომლის, იქითაც გრენლანდიის ყინულოვანის საფარის შენარჩუნება შეუძლებელი გახდება. დნობის პროცესი ასევეა აჩქარებული დედამიწის მეორე მხარეს, ანტარქტიდაზე. გასული 10 წლის განმავლობაში კონტინენტი ყოველწლიურად 252 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა, რაც შეეხება გრენლანდიას, ის წელიწადში 286 მილიარდ ტონას. ამ ციფრების ნაწილი ახერხებს განმეორებით გაყინვას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წყლის დონის დასაწევად. ანტარქტიდისა და გრენლანდიის ყინულოვან საფარში თავმოყრილია მსოფლიო მტკნარი წყლის 99%. მათი გადნობის შემთხვევაში ხმელეთის დიდი ნაწილი დაიფარება წყლით, მაგ: ფლორიდის შტატი. მეორე უდიდესი პრობლემა რასაც ტემპერატურის მატება იწვევს ხანძრებია. იმის გამო რომ ტემპერატურა ხშირად მატულობს, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში ხშირია ხანძრები, რაც საგრძნობლად ამცირებს ტყით დაფარული ხმელეთის ნაწილს. მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადი ეხმარება ტემპერატურას დაწეევაში, ადამიანებს კი არსებობაში. აქვე აღსანიშნავია ცხოველები, რომლრბიც ამ ხანძრებს ეწირებიან და უამრავი სახეობა საფრთხის წინაშე დგას. იმისათვის რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ თუ რამხელა უბედურება მოაქვს ხანძარს გავიხსენოთ, 2019 წელს მომხდარი ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ტყის მასივის დაწვამ, რომელიც ტერიტორიული განაწილებით 9 სახელმწიფოს აერთიანებს(,ბრაზილია, პერუ, ვენესუელა, ეკვადორი, ბოლივია, გაიანა, სურინამი, საფრანგეთის გვიანა) უდიდესი ზიანი გამოიწვია თავისი მაშტაბებით. ამ ხანძრის დროს განადგურდა ათასობით ხე და დაიღუპა უამრავი ცხოველი. ეს ერთადერთი შემთხვევა არა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიგებთ, ამა თუ იმ ტყის დაწვის შესახებ ამბებს, რაც დიდი საფრთხის წინაშე გვაყენებს ჩვენ. განსაკუთრებული პრებლემა იქმნება ახალი ხე-მცენარეების გაზრდაში, რადგან იმისათვის, რომ მიწის დამწვარი ნაწილი აღდგეს და ის კვლავ ნაყოფიერი გახდეს მათ გასაზრდელად წლები საჭირო. ზემოთ აღნიშნულ პრობლემებთან ერთად, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ოზონის პრობლემა, რომელიც არა ნაკლები ზიანის მომტანია. ოზონი უფერო გაზის ერთობაა, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია. ის ქიმიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც თავის მხრივ მარტივად რეაგირებს სხვა ნივთიერებებზე. დედამიწის ზედაპირთან ახლოს მომხდარი რეაგირება, იწვევს მცენარის სიცოცხლის და ფილტვის ქსოვილების დაზიანებას, რადგან ეს რეაგირება რეზინის გახეთქვას ჰგავს. ის ასევე შთანთქავს მზის მავნე კომპონენტებს, რომლებიც „ულტრაიისფერი გამოსხივების“ სახელითაა ცნობილი. მისი ამგვარი ქმედება იცავს ცოცხალ ორგანიზმებს. მაგრამ სამწუხაროდ ქლოროფუეროკარბონების მსგავსი აირების გამო მოხდა მისი მოლეკულური სტრუქტურის დარღვევა, რამაც გამოიწვია მასში ღრმულის წარმოქმნა. ყოველწლიურად, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, სამხრეთ ნახევარსფეროში, გაზაფხულზე, ქიმიური რეაქციები, რომლებიც შეიცავენ ქლორსა და ბრომს, სამხრეთ პოლარულ რეგიონში ოზონს სწრაფად და სასტიკად ანადგურებენ. მისი განადგურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის ფატალური შედეგის მომცემია. მისი არ არსებობით მოხდება დედამიწაზე ულტრაიისფერი სხივების მოხვედრა. მეცნიერების თქმით მან შეიძლება გამოიწვიოს: ორგანიზმების დნმ-ს ცვლილება, კანის კიბო უმწვავესი ფორმით და ადამიანების სიკვდილი. ადამიანებიის ქმედებებით ჩვენ უფრო ვასწრაფებთ ამ პროცესს, მაგრამ არსებობს კვლევები, რომელთა თქმითაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ პროცესის მიმდინარეობა შემცირებულია. მსოფლიო ამ პროცესის უფრო შესამცირებლად ატარებს სხვადასხვა პრევენციებს. ერთ-ერთი ასეთი პრევენციაა: ელექტროავტომობილების მასიური გამოყენება და გამონაბოლქვის შემცირება. ეკოსისტემის უკეთ დასაცავად ადამიანებმა უნდა ვიზრუნოთ მასზე, ნებისმიერი ხერხით რომელიც მისი გადარჩენისთვის იქნება საჭირო. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ნარჩენების გადამუშავება. რომლის მეშვეობითაც მოვახერხებთ გარემო დავიცვათ დაბინძურებისგან. ეს პროცესი დაწყებულია რიგ სახელმწიფოებში, რომელთა შორისაც საქართველოა. მაგრამ ამ შესანიშნავ საქმეში ჩვენ თითოეულმა ადამიანმა უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, თუნდაც გარემოში ნარჩენების არ დაყრა.#feedcgrantFeedc Feedc Support #ჯანსაღიცხოვრება #მეცნიერება #ასტროლოგია #ეკოლოგია#feedc#newsonfeedc#feedcproject#ჩემიქალაქიმკლავს
+8
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
რუსეთის დიდ ქალაქებში სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა
მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში სასაფლაოებზე სააღდგომოდ გასვლა აიკრძალა. ამის შესახებ მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა. მისი თქმით, საფლავებზე მისვლა მოქალაქეებს მხოლოდ დაკრძალვის ცერემონიის გამო შეეძლებათ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, სხვა შემთხვევაში საფლავებზე გასვლა იკრძალება. მერის თქმით, ჩვეულებრივ აღდგომის დღესასწაულის კვირაში საფლავებზე მილიონობით ადამიანი გადის, რაც ახლა საფრთხის შემცველია. ”სამწუხაროდ, ამ გაზაფხულზე შეუძლებელი იქნება ამის გაკეთება“, - აღნიშნა მერმა. ამასთან, აღდგომის დღეებში საფლავებზე გასვლის აკრძალვას მხარს უჭერს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც. საპატრიარქოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გონივრულია. მათივე თქმით, საფლავებზე არგასვლა არც გარდაცვლილთა ხსოვნას შეურაცხყოფს და არც ცოდვად არ ითვლება.#russia #covid19 #stopcovid #coronaviruss
Sokhumi Daily
Sokhumi · 2 months ago
აღდგომის შესახებ: როგორ აღინიშნება მთავარი მართლმადიდებლური დღესასწაული აფხაზეთში
28 მარტიდან აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს კორონავირუსის ინფექციის საფრთხის გამო. სხვა საკითხებთან ერთად, ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა მოქალაქეებს მიმართავს, რომ 20 აპრილამდე, არ მოინახულონ სალოცავი ადგილები. დღესდღეობით მსახურება გრძელდება აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში. ამავე დროს, მრავალი მორწმუნე სოციალურ ქსელში მოუწოდებს საზოგადოებას აღდგომაზე ტაძარში ყოფნას. აფხაზეთში, წმინდა კვირის სოციალურ ქსელში, ფოტოსურათები დაიდო, სადაც ჩანს ჰეშთეგებით #აღდგომაიქნებააფხაზეთში #ჩვენაღდგომაზეეკლესიაშივიქნებით და მიმართვა: "ქრისტიანები უნდა მიჰყვნენ ქრისტეს და არა პოლიტიკოსებს". თავის მხრივ, აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეკლესიო საბჭოს თავჯდომარემ, მღვდელმა ვისარიონ (აპლიიამ) მორწმუნეებს მოუწოდა, რომ ეკლესიაში წავიდნენ, აღიარონ და მიიღონ ზიარება, რადგან "ვერავინ შეძლებს გააუქმოს მორწმუნეთა შეკრება". ამავე დროს, ისინი არ გეგმავენ სააღდგომოდ დეზინფექციის ჩატარებას ეკლესიებში. მამა ვისარიონის თქმით, დეზინფექცია არის "რწმენა, სულიწმინდის ზიარება, სისხლი და სხეული". თუმცა, იგი წინააღმდეგი არ არის, თუ ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს. როგორც მღვდელმა თქვა აფხაზეთი განსაკუთრებული მხარეა. ამაზე ისიც მეტყველებს,რომ ამ მიწაზე ჩამოვიდნენ სვიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული. აქ ვირუსები არ შეიძლება იყოს. თუ ვინმემ არ მოიტანა ის. მან ასევე აღნიშნა, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში დასწრება ან არ დასწრება ადამიანის პირადი საქმეა. იმავდროულად, მოქალაქეების ჯგუფმა გაგზავნა პეტიცია რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებთან, რომ მოუწოდონ თავიანთ მრევლს, თავი შეიკავონ საგანგებო პერიოდის განმავლობაში კოლექტიური შეკრებებისგან. მამა ვისარიონი თვლის, რომ პეტიცია დაუწერია ხალხის ჯგუფს, რომელთაც არ სჯერათ ღმერთის. "ეს არის ბრბო, ლიდერალიზმი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველაფრის დესტაბილიზაციას. პანდემიამ და აღდგომამ აფხაზური საზოგადოება ორ ბანაკად გაყო. ერთ-ერთო მოქალაქის თქმით, კორონავირუსი არ უნდა გახდეს შემაფერხებელი მორწმუნეებისთვის, რომლებსაც დიდი ხნის ტრადიცია აქვთ ეკლესიაში დიდი ქრისტიანული დღესასწაულის ჩატარების შესახებ. "ყოველწლიურად ვსწავლობდით მარხვის დასრულებას ეკლესიაში. დიახ, მე მესმის, რომ კორონავირუსის გავრცელება ახლა მიმდინარეობს. ეს საშიშია, რა თქმა უნდა. არავინ არავის აიძულებს ეკლესიაში წასვლას, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პიროვნებაზე. მთავარია უსაფრთხოების ზომების დაცვა. ”- ამბობს მრევლი. გუდაუთიდან კიდევ ერთი მართლმადიდებელი, ვიქტორიამ, გადაწყვიტა ექვსი წლის მანძილზე პირველად, დაერღვია ყოველწლიური სააღდგომო ტრადიცია. მისი აზრით, ამ საფრთხის შემთხვევაში, უმჯობესია თავი შეიკავონ მასობრივი მოვლენებისგან და დაიცვან უსაფრთხოების ყველა ზომა, პირველ რიგში არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა დანარჩენებისთვისაც." ყველას შეუძლია ილოცოს სახლში, ყველა მორწმუნეს აქვს საკუთარი ადგილი. კარანტინის დროს შეგიძლიათ შეზღუდოთ ეკლესიაში სიარული. უფრო მეტიც, მრავალი სასულიერო პირი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის აფხაზეთიდან, სამრევლოს მოუწოდებს დარჩეს სახლში. მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ისინი არ იქცევიან ასე. მაგალითად, მე არ ვაპირებ სააღდგომო მსახურებაზე წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ მარხვას, "- აღნიშნა მან. იმავე აზრისაა ვახტანგ ფიფიაც, რომელიც ამბობს,რომ: "ყოველწლიურად იერუსალიმს ვსტუმრობთ. მთელი ვნებიანი კვირაა იქ ვართ. წელს დაახლოებით 50 მომლოცველი გეგმავდა იქ გამგზავრებას აფხაზეთიდან, მაგრამ კორონავირუსის გამო, ყველაფერი გაუქმდა. მაგრამ მაინც ვილოცებთ, ვთხოვთ ღმერთს აფხაზ ხალხს. ღმერთო, მომდევნო წელს ჩვენ ნამდვილად მოვიტანთ კურთხეულ ცეცხლს აფხაზეთში. მე ვფიქრობ, რომ ყველა მორწმუნეს აქვს კუთხე სალოცავად და მე ყველას მოვუწოდებ ილოცონ სახლში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი. "#აღდგომა #დღესასწაული #კარანტინი #კორონავირუსი #SokhumiDaily
Shalva Berianidze
Tbilisi · 6 days ago
რუსეთი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU)
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) რუსეთისა და მისი მოკავშირეების - ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ 2015 წელს დაფუძნდა. მალევე მას ყირგიზეთი და სომხეთი შეუერთდა, ხოლო მოლდოვა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი და საპირწონე საერთაშორისო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ერთმანეთთან ეკონომიკურ ურთიერთობაში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ, რაც მეტწილად გაზისა და ნავთობის ფასებზე და საბაჟო გადასახადების გაუქმებაზე ვრცელდება. მკვლევართა აზრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოები პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის მოპოვება და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა. წინამდებარე ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დაარსებისა და ფუნქციონირების ისტორიის მოკლე მიმოხილვა, აგრეთვე ფაქტების საშუალებით კავშირის გაფართოებაში რუსეთის, როგორც მთავარი აქტორის მიზნების ობიექტურად წარმოჩენა. ქვემოთ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (მოკლე მიმოხილვა) ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) (ინგ. Eurasian Economic Union; რუს. Евразийский экономический союз) არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. მას აქვს საერთაშორისო იურიდიული ძალა და 2014 წლის 29 მაისს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულებით დადგინდა. თავდაპირველად, კავშირის შექმნის კონცეფცია, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. კავშირის შექმნის იდეა, 2000 წელს განხორციელდა, როცა რეგიონალური ორგანიზაცია - ევრაზიის ეკონომიკური საზოგადოება (EAEC or EurAsEC)[1] დაარსდა. იგი აერთიანებდა ბელარუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთსა და ტაჯიკეთს. მოგვიანებით, 2010 წელს ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ მისი ძირითადი ამოცანა - ევრაზიის საბაჟო კავშირი (The Eurasian Customs Union - EACU)[2] - დააფუძნა, რაც წევრ სახელმწიფოებს ერთმანეთთან საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებდა და თითოეულ საქონელზე საერთო ტარიფს აწესებდა. ამის შემდგომ, 2011 წლის ოქტომბერში ევრაზიის ეკონომიკურმა საზოგადოებამ და ევრაზიის საბაჟო კავშირმა მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ყურადღება მნიშვნელოვნად მიიქცია. შედეგად, 2011 წლის 18 ნოემბერს, ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წლისათვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნას გულისხმობდა. ხელშეკრულება მომავალი ინტეგრაციისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავდა. მეტიც, ევროკომისიის მოდელის მიხედვით ევრაზიული ეკონომიკური კომისია (The Eurasian Economic Commission - EEC)[3] დაფუძნდა, რომელიც 2012 წლის 2 თებერვლიდან ფუნქციონირებს და იგი დღევანდელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მუდმივ მერეგულირებელ ორგანოს წარმოადგენს. აგრეთვე, 2012 წლის 1 იანვრიდან დაფუძნდა ევრაზიის ეკონომიკური სივრცე (The Eurasian Economic Space or Single Economic Space)[4], რაც ერთიან ბაზარს წარმოადგენს და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ადამიანის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2014 წლის 29 მაისს ბელარუსიის, ყაზახეთისა და რუსეთის ლიდერებმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და 2015 წლის 1 იანვირად იგი[5] ოფიციალურად დაფუძნდა. 2015 წლის 12 აგვისტოს ყირგიზეთი კავშირის ოფიციალური წევრი გახდა. ამავე წელს, მას შეუერთდა სომხეთიც და იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან საერთო საზღვარი არ გააჩნია. 2017 წლის აპრილში მოლდოვა კავშირის ოფიციალური დამკვირვებელი ქვეყანა გახდა, ხოლო 2020 წლის 11 მაისს უზბეკეთის კავშირში დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანებას პარლამენტის ზედა პალატამ მხარი დაუჭირა. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, მხოლოდ 5 სახელმწიფოს აერთიანებს და იგი წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ აზიის ტერიტორიებზე.[6] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დომინანტი სახელმწიფო და მისი ზოგადი ინდიკატორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კავშირი კონკურენტუნარიანობისა და ეროვნულ ეკონომიკას შორის თანამშრომლობის გასაზრდელად შეიქმნა. აგრეთვე, მას თვითგანახლების უნარი გააჩნია და წევრ-სახელმწიფოთა შორის ცხოვრების დონის ამაღლებასა და სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს. უნდა აღინიშნოს, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რუსეთი აშკარად დომინანტი სახელმწიფოა. მაგალითად, 2018 წელს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთლიანი ვაჭრობის 96.9%-ს რუსეთთან ვაჭრობა შეადგენდა, ხოლო დანარჩენ ოთხ წევრს ქვეყანასთან - 3.1%-ს[7]. მეტიც, 2015 წლამდე, კავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობამ პიკს 2012 წელს მიაღწია და 73.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კავშირის დაფუძნებიდან დღემდე არ განმეორებულა.[8] თუმცა, თუ გადავხედავთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგად ინდიკატორებს, მივხვდებით, რომ კავშირის საშუალებით რუსეთის ლიდერი თავის გავლენას რეგიონში საკმაოდ აძლიერებს და რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად ფორმირებაში პოზიციებს უმყარებს. ამავე დროს, იგი ცდილობს, გარკვეულწილად დააკნინოს ევროკავშირის, როგორც წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის სტატუსი. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ზოგადი ინდიკატორები[9] ეკონომიკა მოსახლეობა ენერგეტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.9 ტრლნ აშშ დოლარი (გლობალური GDP-ის 3.2%); ინდუსტრიული წარმოება (2018) - 103.1% (გლობალური წარმოების 2.2%); საგარეო ვაჭრობა (2018) - 753.8 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური ექსპორტის 2.8%, იმპორტის - 1.7%). მოსახლეობა - 184.3 მლნ ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 2.4%); ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - 94.3 მლნ ადამიანი (გლობალური მაჩვენებლის 2.8%); უმუშევრობის დონე - 5%[10]. ნავთობი - 647.8 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 14.5%, მსოფლიოში პირველი); გაზი - 781.7 მლნ კუბ/მ (გლობალური წარმოების 20.2%, მსოფლიოში მეორე.) ელექტრო ენერგია - 1 284.8 მლნ კვტ/ს (გლობალური წარმოების 4.8%, მსოფლიოში მეოთხე) წარმოება ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობა ფოლადი - 66.1 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 3.7%, მსოფლიოში მეხუთე); მინერალური სასუქები - 15.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 26.3%, მსოფლიოში მეორე); თუჯი - 55 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 4.4%, მსოფლიოში მესამე). რკინიგზა - 109.3 ათასი კმ (მსოფლიო რკინიგზის 8.4%); ავტომაგისტრალი - 1735.7 ათასი კმ (მსოფლიო ავტომაგისტრალის 4.7%); ინტერნეტი - მოსახლეობის 83.7% სარგებლობს ინტერნეტით (მსოფლიო მომხამრებლების 3.9%). სოფლის მეურნეობა - 109.9 მლრდ აშშ დოლარი (გლობალური წარმოების 5.5%); მარცვლეული - 141.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მეხუთე); რძე - 45.9 მლნ/ტ (გლობალური წარმოების 5.3%, მსოფლიოში მესამე) რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ როგორც უკვე ვიცით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ 15-მა სახელმწიფომ ცხოვრება დამოუკიდებლად განაგრძო. მათგან, ნაწილი დემოკრატიის გზას დაადგა და დასავლური ორიენტაცია აირჩია, ნაწილმა დემოკრატიას უარი უთხრა და კვლავ რუსეთთან ერთად თანაცხოვრება დაიწყო, ისინი უფრო პრორუსულ სახელმწიფოებად იქცნენ. მათ რიგებს გამოეყო მესამე ტიპის სახელმწიფოები, რომლებმაც უარი ბოლომდე ვერ თქვეს ვერც დასავლეთზე და ვერც რუსეთთან ურთიერთობაზე, ასეთი სახელმწიფოები, ხშირშემთხვევაში, ბუფერები არიან და მათ სატელიტებს[11] უწოდებენ. არაერთი მკვლევარი ამტკიცებს რომ რუსეთს სურს, დაიბრუნოს ,,ძველი დიდება“, რომელსაც იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში ფლობდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი რეგიონში პირველობას ოდესმე დათმობს, პირიქით ის გამუდმებით ცდილობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტრუმენტებით საკუთარი გავლენა და მასზე დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა გაზარდოს. მეტიც, რუსეთის საგარეო პოლიტიკის განახლებული კონცეფციის (2016) ძირითადი მიზნების მიხედვით რუსეთს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ გავლენიან ცენტრად, პოზიციების გამყარებას სურს, აგრეთვე - მეზობელ სახელმწიფოებში დაძაბულობის კერებისა და კონფლიქტების აღმოფხვრაში ხელშეწყობა, ახალი კონფლიქტების პრევენცია და რუსული ენის პოზიციების გავრცელება და გაძლიერება.[12] შეიძლება თამამად ითქვას, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთის ერთ-ერთი თვალსაჩინო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის წყალობითაც მან შეძლო და ბოლო 5 წელიწადში მსოფლიო დონის შედეგებზე გავიდა, მხოლოდ და მხოლოდ, ოთხ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან ერთად. ამდენად ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, რათა კავშირის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით უფრო გაიზარდოს და ,,საბჭოთა კავშირის ახალი მოდელიც“ შეიქმნას. ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა და მისი საშუალებით რუსეთს რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა კავშირში შესვლასთან დაკავშირებით საინტერესოა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკაც, რათა განვსაზღვროთ, რამდენად რეალისტურია კავშირის გაფართოება. დღესდღეობით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შედის 5 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი. ვნახოთ დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების პოლიტიკა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის მიმართ უზბეკეთი - 2020 წლის 7 მარტს ტაშკენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უზბეკეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას არ ჩქარობს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ორგანიზაციაში, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილდება.[13] აღსანიშნავია, რომ რუსეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს უზბეკეთს და ცდილბოს, რომ კავშირის წევრი გახდეს. ურთიერთობას აადვილებს, ისიც რომ 2016 წლიდან ისლამ კარიმოვისგან განსხვავებით, ახალმა პრეზიდენტმა შავქათ მირიაევმა უარი თქვა ძველ საგარეო პოლიტიკაზე და კავშირების გაზრდა დაიწყო. აგრეთვე, უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და კავშირში შესვლის შემდგომ ის, რუსეთის შემდეგ, სიდიდით მეორე სამომხმარებლო ბაზარი გახდება. კავშირში გაწევრიანების შემდეგ უზბეკეთმა შესაძლოა, ეკონომიკის გარკვეულ სექტორში დიდი დაასუსტება იგრძნოს და პრორუსულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ტაშკენტს საგარეო-პოლიტიკური მანევრის მრავალფეროვნებას შეუზღუდავს[14], თუმცა 2020 წლის 28 აპრილს უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში უზბეკეთის დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის შესახებ[15], ხოლო 11 მაისს მას მხარი პარლამენტის ზედა პალატამაც დაუჭირა.[16] ტაჯიკეთი - მას შემდეგ, რაც ტაჯიკეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქვეყანაში სოციალური ფონი საკმაოდ შეიცვალა და დღესდღეობით, ტაჯიკეთი ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად ითვლება, ამდენად რუსეთს ტაჯიკეთის მიმართ არ აქვს იმდენად დიდი ინტერესი, როგორც - უზბეკეთის მიმართ. ამას ცხადჰყოფს ისიც, რომ ტაჯიკეთი ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრი იყო, ბელარუსთან, რუსეთთან, ყაზახეთთან და ყირგიზეთთან ერთად და მის გარდა, ყველა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამასთანავა, ტაჯიკეთი საკმაოდ პრობლემური რეგიონია და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, გარკვეული პრობლემები წარმოიქმნას, განსაკუთრებით კი მთიანი ბადახშანის ავტონომიურ ოლქში, სადაც პამირისპირა ხალხები ცხოვრობენ და რეგიონის კონტროლისთვის სამხედრო დაპირისპირება დღესაც მიმდინარეობს.[17] ამას ემატება ისიც, რომ ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დღემდე მიმდინარეობს და ხშირია სამხედრო დაპირისპირებები.[18] ამდენად, სავარაუდოა, რომ რუსეთი უფრთხილდება ყირგიზეთთან ურთიერთობას, რადგანაც იგი კავშირის მნიშვნელოვანი წევრია და ტაჯიკეთის კავშირში გაწევრიანების მცდელობით მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. თურქმენეთი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში, თუმცა მისი კავშირში გაწევრიანება რუსეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. კერძოდ, როგორც ვიცით თუქმენეთი საკმაოდ მდიდარია ენერგორესურსებით, 2016 წლის მონაცემებით, თურქმენეთი 17.5 ტრილიონ გაზის მარაგებს ფლობს, რაც მსოფლიო მარაგების 9.4%-ია. 1990-იანი წლების დასაწყისში თურქმენეთი გაზის ექსპორტს ერთადერთი მარშრუტით, ცენტრალური აზია – ცენტრის გაზსადენის სისტემით ახორციელებდა. თურქმენეთი შემდგომი წლების განმავლობაში რუსეთის მარშრუტზე და რუსეთის ფასის დიქტატზე დარჩა დამოკიდებული[19]. შედეგად, დღემდე რუსეთი თურქმენულ გაზს საკმაოდ დაბალ ფასად ყიდულობს და საკმაოდ ძვირად ჰყიდის. რადგანაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირი წევრ სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებულ შეთავაზებებს, მათ შორის პროდუქტის საერთო ფასის დაწესებას ითვალისწინებს, სავარაუდოა, რომ რუსეთს არ უნდა სურდეს თურქმენეთის კავშირში გაწევრიანება, რადგანაც მას თურქმენულ გაზში უფრო ძვირის გადახდა მოუწევს და გარკვეულ დათმობებზეც წავა. აზერბაიჯანი - ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევიდეს, რადგანაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ აზერბაიჯანი იმ მილსადენების აშენებით გაძლიერდა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენების შემთხვევაში საქართველო მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს, თუმცა ისინი აზერბაიჯანის ეკონომიკური და პოლიტიკური ხედვების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და რუსული ოკუპაციით გამოწვეული რუსეთ-საქართველოს არამეზობლური ურთიერთობის გამო, ნაკლებად სავარაუდოა რომ აზერბაიჯანი კავშირში გაწევრიანდეს. საქართველო და უკრაინა - ორივე ქვეყანას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შედეგად, ქვეყნის ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ გამოვა და ამ ორი სახელმწიფოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა. მოლდოვა - მოლდოვის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი მოლდოვას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას მხარს ცალსახად უჭრს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოლდოვა 2017 წლის აპრილში ამ კავშირის დამკვირვებელი ქვეყანა გახდა. ამდენად, იმ შემთხვევაში თუ 2020 წლის მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებს კვლავ დოდონი მოიგებს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება და მოსალოდნელია, რომ მოლდოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფო გახდეს. ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა - მოსკოვი ყველაზე ნაკლებად მოიაზრებს, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნები გახდებიან, რადგანაც ისინი ევროკავშირში არიან და მათი კავშირის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა. დასკვნა ზემოთაღნიშნული ფაქტები გვიჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპის კავშირის ანალოგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წევრი ქვეყნებიც ყველაზე პრორუსულ ქვეყნებად ითვლებიან, შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ კავშირის გაფართოებასა და გაძლიერებაში რუსეთის მთავარი მოტივაცია რეგიონში გავლენის გაზრდა და საბჭოთა კავშირში ყოფნის მსგავსად, სხვა სახელმწიფოების მასზე დამოკიდებულების გაზრდაა.[20] ძნელი სავარაუდო არ არის, რომ რუსეთს ამ კავშირში სხვა დანარჩენი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების გაწევრიანებაც სურდეს, თუმცა კავშირის არაწევრი 10 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან, მხოლოდ ორი - უზბეკეთი და მოლდოვა შესაძლოა შუერთდეს კავშირს და წევრთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდოს, ხოლო სხვა სახელმწიფოები, რამდენად გაწევრიანდებიან და 27-წევრიან ევროკავშირს რეალურ კონკურენციას რამდენად გაუწევენ, ეს უფრო მეტად დროში გადასასინჯი საკითხია. გარდა ამისა, კავშირის ბოლოდროინდელი პრობლემები, გვაფიქრებინებს, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის არასტაბილური კოლაბორაცია მიმდინარეობს, რაც არაჯანსაღ ურთიერთობებს იწვევს და კონსოლიდირებული დემოკრატიის აუცილებლობას გულისხმობს. მაგალითად, 2020 წლის 31 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს ფასის შემცირების თაობაზე ახალი მოლაპარაკების დაწყების წინადადებით მიმართა.[21] აგრეთვე, 19 მაისს კავშირის უმაღლესი საბჭოს ვიდეოკონფერენციაზე ბელარუსმა გაზის ფასის ფორმირების საკითხზე უკმაყოფილება გამოთქვა. ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეფასებით კი ზენაციონალურ სამართლებრივ აქტებს არ უნდა ჰქონდეთ უპირატესი იურიდიული ძალა ნაციონალური სამართლებრივი სისტემების მიმართ, მეტიც, ევრაზიის ეკონომიკური კომისია წევრი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს და კომისიაში საკადრო კვოტირების სისტემის ფორმირებისას რუსეთს ორგანიზაციის სტრუქტურებში მეტი წარმომადგენელის დანიშვნის საშუალებას არ უნდა აძლევდეს. ამდენად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების უკმაყოფილება გვაფიქრებინებს, რომ წევრი სახელმწიფოები რუსეთის გარდა, საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე უფრო ღრმა ინტეგრაციის წინააღმდეგები არიან. ის თუ, რამდენად ჯანსაღია ამგვარი მიდგომა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფუნქციონირებისათვის და რამდენად კარგია, მხოლოდ რუსეთის დომინირება ამას მომავალი გვიჩვენებს. ავტორი: შალვა ბერიანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრანტი [1] ЕВРАЗИЙСКОЕ ЭКОНОМИЧЕСКОЕ СООБЩЕСТВО; About EurAsEC; Basic Documents Collection - ; [2] Dreyer L.; Popescu N.; The Eurasian Customs Union: The economics and the politics; European Union Institute for Security Studies; March 2014 - ; [3] About the Eurasian Economic Commission - ; [4] Schneider U.; A Single Economic Space: From Lisbon to Vladivostok; RUSSIA BRIEFING; Issue 15; November 2015 - ; [5] About the Eurasian Economic Union – EAEU - ; [6] Busygina I.; Filippov M.; Russia and the Eurasian Economic Union: Conflicting Incentives for an Institutional Compromise; Higher School of Economics Research Paper No. WP BRP 31/IR/2018 - ; [7] Bhutia S.; Russia dominates Eurasian Union trade. Here are the numbers; Trade between members of the EAEU was higher before the free-trade bloc was formed; Oct 18, 2019 - ; [8] იქვე.; [9] About the Eurasian Economic Union – EAEU; General Information; General Indicators; Official Website of EAEU - ; [10] ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ მათი უმუშევრობის დონე 2.2%-ით ნაკლებია ევროკავშირის უმუშევრობის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ევროკავშირის საპირწონე ორგანიზაციაა; იხ.: -; [11] Satellite Nations: Definition & the Cold War - ; [12] FOREIGN POLICY CONCEPT OF THE RUSSIAN FEDERATION; Approved by President of the Russian Federation Vladimir Putin on November 30, 2016 - ; [13] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 4; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მარტი, 2020 - ; [14] იქვე.; [15] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 7; მიმოხილვის პერიოდი: 16-30 აპრილი, 2020 - ; [16] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 8; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 მაისი, 2020 - ; [17] მთიანი ბადახშანი: ტაჯიკეთის მივიწყებული რეგიონი - ; [18] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 9 - ; [19] კომახია მ.; ,,ახალი დიდი თამაში“ ცენტრალურ აზიაში: ბრძოლა კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის; ექსპერტის აზრი 97; 2018 - ; [20] ჩერჩელაშვილი ვ.; ევრაზიის ეკონომიკური კავშირი და რუსეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პრობლემები, 2017 - ; [21] კომახია მ.; პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოლიტიკის მიმოხილვა; გამოცემა 6; მიმოხილვის პერიოდი: 1-15 აპრილი, 2020 - ;#პოლიტიკა
+2
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება-სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. აღნიშნულის შესახებ ზვიად შალამბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. როგორც შალამბერიძე განმარტავს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებისკენ მიმავალი გზა, თუმცა, მისივე თქმით, ეს შეზღუდვა 3 დღეს გაგრძელდება. „დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია“, - განაცხადა შალამბერიძემ. მისივე თქმით, დღეიდან სამ სხვა დიდ ქალაქთან ერთად, ქუთაისიც ჩაიკეტება. „ქუთაისში შესასვლელ-გასასვლელებს მთლიანად ვკეტავთ. აქამდე ბლოკ-პოსტები იყო და მხოლოდ შემოწმებით შემოვიფარგლებოდით, ახლა კი მთლიანად დაიხურება და ფიზიკური პირებიდან მხოლოდ ის ადამიანები შევლენ, ვინც ქუთაისშია ჩაწერილი და რეგისტრირებული.შესვლას შეძლებენ გადაუდებელ შემთხვევებშიც და ასევე, ის ადამიანებიც, რომელთა მუშაობაც საგანგებო რეჟიმში სასიცოცხლოდ აუცილებელია. ქალაქის დახურვის შეზღუდვები დღეიდან 10 დღეს გაგრძელდება. ქალაქის შიგნით გადაადგილება არ შეიზღუდება“, - განაცხადა შალამბერიძემ. მისივე განმარტებით, იმერეთის მხარეში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა. „წუხანდელმა ღამემ ნორმალურად ჩაიარა, ერთადერთი შემთხვევა დაგვემატა, ისიც საკარანტინე ზონიდან, მისი ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობასთანაა დაკავშირებული“, - აცხადებს შალამბერიძე.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
რატომ შეუტია კორონავირუსმა იტალიას ასე მკაცრად — ახალი კვლევა
რაც უფრო ღრმად ეხვევა მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ ქაოსში, ყველას გვიჩნდება სასოწარმკვეთი კითხვები – კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს იზოლაცია, როდის მიაღწევს პანდემია პიკს და ა. შ. თუმცა, ერთი რამ, რაც ამ ყველაფერში უცხადესია, არის ის, რომ ახალი დაავადება ყველაზე სახიფათოა ხანდაზმულებისთვის. ახალგაზრდებს შეიძლება სიმპტომებიც კი არ გამოუვლინდეთ და ეს ფაქტი მათი ახლობელი მოხუცებისთვის კიდევ უფრო სახიფათოა, რადგან მათ ეს ვირუსი ასაკოვან ადამიანებს შეიძლება სრულიად გაუცნობიერებლად გადასდონ. ახალმა კორონავირუსმა იტალიას განსაკუთრებით მძიმედ დაარტყა, გარდაცვლილია 5000-ზე მეტი ადამიანი. გადაჭედილი საავადმყოფოების პერსონალს უწევს ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება – ვის უმკურნალონ და ვინ სიკვდილს მიანდონ. ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეპიდემია იტალიას ასე განსაკუთრებით სასტიკად შეეხო, შეიძლება ორი იყოს; ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები ჟურნალ Demographic Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში წერენ — ქვეყანა მეორეა ევროპაში ხანდაზმულთა რაოდენობით; იტალიელი ახალგაზრდები უფრო ხშირად ურთიერთობენ მოხუც ბებია-პაპებთან. ასეთი დემოგრაფიული კვლევა შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს საფრთხის შესამცირებლად ნებისმიერი ქვეყნისთვის, რადგან მრავალ ქვეყანაში პანდემია ჯერ ახლა იწყებს გავრცელებას და ფაქტობრივად, მეცნიერები ახლა სწავლობენ ამ ვირუსის გადადების გზებს ოჯახებსა და საზოგადოებებში. იტალიაში მოსახლეობის 23 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია. ამავე დროს, ახალგაზრდა იტალიელები ბევრს ურთიერთობენ საკუთარ მოხუცებთან. კვლევის იტალიელი თანაავტორები შენიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდები სასოფლო დასახლებებში მშობლებთან და პაპა-ბებიებთან ცხოვრობენ, მაგრამ სამუშაოდ დიდ ქალაქებში, მაგალითად, მილანში დადიან. კვლევის ავტორთა აზრით, ქალაქებსა და ოჯახებს შორის ასეთმა ხშირმა მოგზაურობამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერა ახალი კორონავირუსის „ჩუმი“ გაძლიერება. ქალაქში მომუშავე და სოციალიზებული ახალგაზრდები ურთიერთობენ ბევრ ადამიანთან, სადაც შეიძლება ისინი ვირუსით დაინფიცირდნენ და ის სახლში წაიღონ. შეიძლება მათ სიმპტომები სულ არ ჰქონდეთ ან უმნიშვნელოდ აღენიშნებოდეთ, მაგრამ დააინფიცირონ მოხუცები, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. „ვიცით, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკოვან ადამიანებში მაღალია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცით, რატომ“, — ამბობს მკვლევარი კარლოს დელ რიო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ მოხუცებს სუსტი სასუნთქი სისტემები აქვთ, რაც ხანდაზმულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს სხვა დაავადებების, მაგალითად, პნევმონიის შემთხვევებშიც ზრდის. მეცნიერთა ერთი ნაწილი კი იკვლევს, რატომ არ ერჩის COVID-19 ბავშვებს. მათი აზრით, ბავშვებს უფრო „ხელუხლებელი“ ფილტვები აქვთ, რომლებიც ჯერ არ არი დაზიანებული ცხოვრების განმავლობაში ალერგიებით, ჰაერის დამბინძურებლებითა და დაავადებებით გამოწვეული ანთებებით. ეს ფაქტორი მათ შეიძლება უფრო მტკიცეს ხდის ახალი კორონავირუსის შემოტევის მიმართ. მიუხედავად იტალიაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინისა, ვირუსი უკვე შორს და ფართოდ არის გავრცელებული. კვლევის ავტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტის დემოგრაფისა და ეპიდემიოლოგის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, ამ სახის დემოგრაფიული მონაცემებით, ჯანდაცვის ოფიციალურ უწყებებს გავრცელებასთან უკეთ ბრძოლა შეუძლიათ. „ერთ-ერთი რამ, რის გარკვევასაც ვცდილობდით, არის ის, რომ მხოლოდ ხანდაზმულთა იზოლაცია საკმარისი არ არის და მრუდის გაბრტყელებისთვის საჭიროა ზოგადი სოციალური დისტანცირება. მრუდის გაბრტყელება ნიშნავს ახალი ინფექციების შენელებას, რაც მკვლევრებს დამატებით დროს აძლევს პრეპარატებისა და ვაქცინების შესაქმნელად, საავადმყოფოებს კი სულის მოთქმის საშუალება ეძლევათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებისა და მოხუცების განცალკევება შეიძლება მშვენივრად მუშაობდეს თეორიაში, პრაქტიკაში ის პრობლემებს ქმნის. მაგალითად, მრუდის გასაბრტყელებლად აშშ-ში დაიხურა სკოლები. მშობლები ამასობაში სახლიდან მუშაობენ და ბავშვები ამაში ხელს უშლიან, ამიტომ შეიძლება, ისინი პაპა-ბებიებს მიაბარონ. ქვეყნებში, სადაც ბევრი ხანდაზმულია, ბევრი მათგანი ერთად ცხოვრობს მოხუცებულთა სახლებში, სადაც სოციალური დისტანცირება განსაკუთრებით ჭირს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხანდაზმულთა დიდი ოდენობა აუცილებლად არ ნიშნავს COVID-19-ის აფეთქებას. იაპონიაში, სადაც მოსახლეობის 28 პროცენტი 65 წელს გადაცილებულია, ამჟამინდელი მონაცემებით (23 მარტი) ინფიცირებულია 825 ადამიანი, გარდაცვლილი კი 41. იტალიაში მონაცემები რადიკალურად განსხვავებულია – 63 928 ინფიცირებული და 6078 გარდაცვლილი. იაპონიამ, მეზობელ ჰონგ-კონგისა და სინგაპურის მსგავსად, გავრცელების ადრეულ დღეებშივე დაიწყო ადამიანთა ტესტირება და შემოიღო მკაცრი სამოგზაურო კონტროლი. კვლევის ავტორის, ჯენიფერ დოუდის განცხადებით, იტალიის მაგალითი პანდემიასთან ბრძოლაში პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაში უნდა დაგვეხმაროს. „წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის ზონები, სადაც ხანდაზმულთა რაოდენობა ბევრია და შესაბამისად, საჭიროა მეტი ყურადღება“. გაითალისწინეთ, თუ ბებია-პაპის მონახულება გსურთ, ძლიერ რეკომენდებულია, პანდემიის დასრულებამდე თავი შეიკავოთ მათივე ჯანმრთელობისათვის. უბრალოდ, აიღეთ ტელეფონი და მოიკითხეთ.#italy #covid19 #coronavirus #stopcovid19
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
ამერიკის ხმა
Tbilisi · 2 weeks ago
ღარიბი და ომებით განადგურებული ქვეყნები პანდემიის პირისპირ
მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 10 მილიონზე მეტი, გარდაცვალების კი - 500 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ეს რიცხვები გაცილებით მცირეა იმ რეალურ მაჩვენებლებთან შედარებით, რაც სავარაუდოდ, ქვეყნებში არსებობს. ტესტირების შეზღუდული შესაძლებლობების თუ მსუბუქი შემთხვევების არ აღრიცხვის და სხვა პრობლემების გამო, პანდემიის მასშტაბები, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია. თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მსოფლიოში ყველაზე მეტი კეთილდღეობის მქონე ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებიც კი კორონავირუსის მქონე პაციენტების რაოდენობას გაჭირვებით უმკლავდებოდნენ, ჯანდაცვის ექსპერტები შიშობდნენ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მალე ღარიბი ან ომგამოვლილი თუ ახლაც ომში მყოფი ქვეყნები და მათი მოსახლეობა აღმოჩნდებოდა. ამ შიშების ნაწილი უკვე გამართლდა. იემენის სამხრეთში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლები საკუთარ პოზიციებს მასობრივად ტოვებენ, რადგან საკმარისი დამცავი აღჭურვილობა არ აქვთ, ზოგიერთი ჰოსპიტალი კი სუნთქვის პრობლემების მქონე პაციენტებსაც კი უკან აბრუნებს. ომით განადგურებულ სუდანის დარფურის რეგიონში კი, სადაც ტესტირების ძალიან მცირე შესაძლებლობებია, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებში მცხოვრებთა შორის კოვიდ-19-ის მსგავსი, მაგრამ მაინც უცნობი ვირუსი ვრცელდება. დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა კვლავ იზრდება ინდოეთსა და პაკისტანში. ორივე ქვეყნის საერთო 1.5 მილიარდი მოსახლისთვის, სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის გამო, მთავრობის აზრით, კარანტინის შესაძლებლობა აღარ არსებობს. სამხრეთ ამერიკა ბრაზილიას ახლა დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მხოლოდ შეერთებული შტატები უსწრებს. ქვეყნის ლიდერს ვირუსის გავრცელების შესაჩერებელი მკაცრი ზომების გატარება არ სურს. შემაშფოთებლად იზრდება მაჩვენებლები პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და პანამაშიც, თუმცა აქ საკარანტინე ზომები საკმაოდ ადრე მიიღეს. სამხრეთ ამერიკაში სიღარიბემ პანდემია გაამწვავა, რადგან მილიონობით ადამიანი იძულებული იყო არაფორმალური სამუშაო გაეგრძელებინა, შემდეგ კი იმ სახლებში დაბრუნებულიყო, სადაც ხშირად დიდ ოჯახებთან თუ ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა. კარანტინმა ვირუსი ვერ შეაჩერა პერუშიც, ქვეყანაში, რომელიც სამთვიანი მკაცრი შეზღუდვების შემდეგაც კი დადასტურებული შემთხვევებით მე-6 ქვეყანაა. პერუს მოსახლეობა 32 მილიონი ადამიანია. სახელმწიფოს ინტენსიური ზრუნვისა და რეანიმაციის 88 % უკვე გამოყენებულია. ვირუსის გავრცელება კი არ ნელდება. აფრიკა სამწუხარო ცნობები ვრცელდება სამხრეთ აფრიკიდანაც, ქვეყნიდან, რომელსაც კონტინენტზე ყველაზე განვითარებული ეკონომიკა აქვს. ინფიცირებული პაციენტები კორიდორებში წვანან, რადგან საავადმყოფოში ადგილი აღარ არის. მთლიანად კონტინენტზე დაფიქსირებული შემთხვევების ერთ მესამედზე მეტი სწორედ სამხრეთ აფრიკაშია. ის პანდემიის პიკს უახლოვდება. მხოლოდ კეიპ ტაუნში იმაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ვიდრე კონტინენტის რომელიმე სახელმწიფოში, ეგვიპტის გარდა. ზოგიერთმა ქვეყანამ აფრიკაში, გაცილებით ადრე დაიწყო მოქმედება და სხვა დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილება გამოიყენა, მათ შორის, უგანდამაც. მაგრამ მცირე გამონაკლისების გარდა, ღარიბი ქვეყნები მაინც გამორჩეულად მძიმე ვითარებაში არიან. დამცავი აღჭურვილობის სიმცირის გამო, მისი ფასი განსაკუთრებით გაიზარდა, ტესტირების შესაძლებლობა ასევე შეზღუდულია. კარანტინის ზომების დაცვა და კონტაქტების კვლევაც ბევრ რესურსს მოითხოვს. ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები ამბობენ, რომ ტესტირება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ პანდემიის რამდენიმე თვის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე განვითარებად ქვეყანას თუ შეუძლია, რომ კვირაში ათეულობით ათასი ტესტი ჩაააროს, რაც ვირუსის შესაკავებლადაა საჭირო. ინდოეთი ინდოეთში საკარანტინე შეზღუდვებმა ქვეყნის უმთავრეს ქალაქებში ურიცხვი მიგრანტის უმუშევრად დარჩენა გამოიწვია. შიმშილისა და უსახლკარობის შიშით ათასობით ადამიანმა ავტომაგისტრალებს მიაშურა და მშობლიურ სოფლებსა თუ ქალაქებში ფეხით დაბრუნება გადაწყვიტა. ბევრი მათგანი ავიაკატსტროფებში დაიღუპა, ზოგიც - დეჰიდრატაციას შეეწირა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ საკარანტინე დაწესებულებები შექმნა და შინ დასაბრუნებლად ადამიანებს რკინიგზის სპეციალურ რეისებს სთავაზობს. ცალკე საკითხია ის, რომ მიგრაციამ ქვეყნის სასოფლო დასახლებებში ვირუსის გავრცელება უკვე გამოიწვია. ჯანდაცვის სისტემის ინფრასტრუქტურა კი ამგვარ დაწესებულებებში გაცილებით სუსტია.#ახალი_ამბები
On.ge
Tbilisi · 3 months ago
კორონავირუსის გამო, რუსეთის რამდენიმე რეგიონში აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა
კორონავირუსის გამო, რუსეთის რამდენიმე რეგიონში აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა
კორონავირუსის გამო, რუსეთის რამდენიმე რეგიონში აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა
კორონავირუსის გამო, რუსეთის რამდენიმე რეგიონში აღდგომის დღეებში სასაფლაოზე გასვლა აიკრძალა