ბოლო სამი კვირის მანძილზე, სამსახური 16 მილიონზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა
126 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

ბოლო სამი კვირის მანძილზე სამსახური 16.8 მილიონმა ამერიკელმა დაკარგა. აშშ-ის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ კვირას უმუშევართათვის გამოცხადებულ დახმარებაზე განაცხადი 6.6-მა მილიონმა ადამიანმა შეიტანა, ხოლო იქამდე ორი კვირით ადრე განაცხადთა რაოდენობამ 10 მილიონი შეადგინა.

მედიის ინფორმაციით, მსგავსი მონაცემები აჩვენებს, რომ დაახლოებით 10 ამერიკელიდან ერთი უმუშევარია, რაც 1948 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, ეს რიცხვი 15%-მდე გაიზრდება.

#usa #coronavirus #stopcovid #covid19

9


Mediamall
Tbilisi · 5 months ago
7
Write a comment