ჰიპოტენზია - დაბალი არტერიული წნევა, ეს არის მდგომარეობა, როცა სისტოლური წნევა დაბალია 90-ზე, ხოლო დიასტოლური 60-ზე.
ჰიპოტენზიის გამომწვევი მიზეზებია:
1. გულის პრობლემები - ბრადიკარდია (შენელებული გულის შეკუმშვათა სიხშირე), გულის სარქველების პრობლემა, გულის შეტევა და გულის უკმარისობა.
2. ენდოკრინული დარღვევები - სისხლში გლუკოზის დაბალი დონე, ჰიპერპარათიროიდიზმი(ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის მომატება), თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობა.
3. დეჰიდრატაცია - როდესაც ორგანიზმი იმაზე მეტ წყალს კარგავს ვიდრე იღებს, ამაან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, თავბრუსხვევა, სისუსტე. ცხელებამ, ღებინებამ, დიარეამ, დიდი რაოდენობით დიურეტიკების (შარდმდენების) მიღებამ, ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ამ უკანასკნელმა კი ჰიპოტენზია.
4. სისხლდენა - გარეგანი თუ შინაგანი სისხლდენისას დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა იწვევს ჰიპოტენზიას.
5. ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი არის ორგანიზმის მწვავე, სისტემური, გენერალიზებული, სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია ალერგენის მიმართ. გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს საკვები, მწერის კბენა, ზოგიერთი მედიკამენტი. ის იწვევს სუნთქვის გაძნელებას და ჰიპოტენზიის განვითარების მიზეზადაც გვევლინება.
6. B9, B12 ვიტამინის, რკინის ნაკლებობა შეიძლება გახდეს ჰიპოტენზიის მიზეზი.
ჰიპოტენზიის სიმპტომებია:
1. თავბრუსხვევა
2. გონების კარგვა
3. ბუნდოვანი მხედველობა
4. გულის რევა
5. დაღლილობა
6. კონცენტრაციის ნაკლებობა
უკიდურესად დაბალი წნევა იწვევს შოკს რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ამ დროს აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოძიება, მას ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
1. დაბნეულობა
2. ცივი, ფერმკრთალი, ოფლიანი კანი
3. სწრაფი და ზერელე სუნთქვა
4. სუსტი და სწრაფი პულსი