„სუფთა სახლმა“ მუშაობა შეაჩერა – ქსელის ყველა ფილიალი დაიკეტა

0
15:15 | 2020-04-10 „სუფთა სახლმა“ მუშაობა შეაჩერა – ქსელის ყველა ფილიალი დაიკეტა გააზიარე მაღაზიათა ქსელმა „სუფთა სახლმა“ მუშაობა შეაჩერა. ამჟამად ყველა ფილიალი დაკეტილია. როგორც „პრაიმტაიმს“ რამდენიმე ფილიალის მენეჯერმა განუცხადა, მათთვის უცნობია, თუ როდის განაახლებს ქსელი მუშაობას. მათი თქმით, თანამშრომლებს წერილობით აცობეს, რომ ვირუსის რისკის გამო ყველა ფილიალი იკეტება. „არცერთი ფილიალი არ მუშაობს. დღეს დავიკეტეთ. მოიწერეს, რომ მუშაობას ვაჩერებთო. არ ვიცით, რამდენ ხანს იქნება დაკეტილი. დღეს და ხვალ, რომ არ იქნება, ეგ ვიცით. სავარაუდოდ, ვირუსის გამო მოხდა დახურვა”, – გვიყვება „სუფთა სახლის“ მენეჯერი. ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ „სუფთა სახლის“ თემქის ფილიალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი კონსულტანტის დედას კორონავირუსი დაუდგინდა. https://primetime.ge/sufta-sakhlma-mushaoba-sheachera-qselis-kvela-filiali-daiketa/
0