„აგრესიული ტესტირების“ სამიზნედ ქართველი ჟურნალისტები ჯერ არ მოიაზრებიან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინატო საბჭოს დასრულების შემდეგ საუბრისას განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ჟურნალისტები სოციალურ დისტანცირებას წარმატებით იცავენ.
„ამ ეტაპზე სოციალური დისტანცირება ჟურნალისტებთან საკმაოდ კარგად მიმდინარეობს.
აქედან გამომდინარე, ისინი ამ ეტაპისთვის ამ ჯგუფში არ მოიაზრებიან, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამ შემთხვევასაც განვიხილავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება ჯარს და პოლიციას, მინისტრის ინფორმაციით, ტესტირება, თერმოსკრინინგი და დაკვირვება მუდმივად მიმდინაროებს: „ისევე როგორც ექიმებში, ჯარში და პოლიციაში საჭიროების შემთხვევაში, სკრინინგი და ტესტირება გაგრძელდება.“