სამცხე-ჯავახეთში ქუჩებს დეზინფექცია უტარდება

0
კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობის, მუნიციპალიტეტების დასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად განახორციელეს. სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს.
#სამცხეჯავახეთი
#დეზინფექცია
#კორონავირუსი
0