პაატა იმნაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერის დაინფიცირება სამუშაო დროს არ მომხდარა და ისინი კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში დაინფიცირდნენ. „ჩვენ ჯერ კიდევ ორი თვის წინ მივეცით ყველას რეკომენდაცია, რომ ის, ვინც ვერ გაჩერდება და უნდა იმუშაოს, თანამშრომლები უნდა დაყოს ბრიგადებად. მაგალითად, ეს ხორციელდება ჩვენთან ლუგარის ცენტრში. ერთი ნაწილი მუშაობს ორი კვირა და მეორე ნაწილი იმყოფება მაქსიმალურად კარანტინთან მიახლოებულ პირობებში. ეს არ არის ის კარანტინი, რომელშიც სახელმწიფო იძულებით ათავსებს, ეს არის დამსაქმებლის ტაქტიკა, როგორ მართოს ამ დროს სიტუაცია. ეროვნულ ბანკშიც ასე იყო, მათ გაყოფილი ჰქონდათ თავიანთი თანამშრომლების გრაფიკი და ერთი ნაწილი იყო მოთავსებული კოლექტიურ თვითზიოლაციაში, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ამ კოლექტივში ვირუსის შეტანა. ეს არ მოხდა სამუშაო დროს, ეს მოხდა ამ კოლექტიური თვითიზოლაციის პირობებში, ” - განაცხადა პაატა იმნაძემ.
#ეროვნულიბანკი
#კლასტერი
#თვითიზოლაცია
#კორონავირუსი
#tbisidaily
y
0