პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი განმარტავს, რომ მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ის დღეს, 10 აპრილს დატოვებს კლინიკას.
“ჩვენს კლინიკაში პირველი არათუ კრიტიკული, არამედ ტერმინალური პაციენტი შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას”, – განაცხადა რატიანმა.
#გამოჯანმრთელებული
#კორონავირუსი
#მარნეული
#MarneuliDaily