ვირუსთან საბრძოლველი დამატებითი ზომები ქედაშიც მიიღეს

0
ქედაში კორონავირუსთან საბრძოლველად დამატებითი ზომები მიიღეს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მუნიციპალიტეტში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები. ქედის მასშტაბით დეზინფექცია მიმდინარეობს საჯარო თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში. ამჯერად 9 აპრილის ქუჩისა და ახლომდებარე კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია მოხდა. ზომები მიიღეს ქედის უფასო სასადილოშიც. აჭარის რეგიონის რამდენიმე სხვა მუნიციპალიტეტის მსგავსად, ქედაშიც პროდუქტებს ბენეფიციარებს ადგილზე მიუტანენ. მოხელისეებმა საკვების მიტანა უკვე დაიწყეს. ქედის უფასო სასადილოთი 23 ბენეფიციარი სარგებლობს და აქედან 5 რისკ-ჯგუფშია. ქედაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ახლომდებარე ქობულეთში ეპიდკვლევა მიმდინარეობს და საავადმყოფოს ქობულეთის კლასტერიდან ახალი ინფიცირებულები ემატება.
0