კორონავირუსისგან განკურნებული 62 წლის მარნეულელი ქალი კლინიკიდან გაწერეს

ByOn.geGeorgia
0
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი მარნეულიდან გაწერეს. კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, გაწერილებს შორის არის 62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის გამოც მკაცრი კარანტინი გამოცხადდა მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა: "დადიოდა ლეგენდები, რომ იგი გარდაიცვალა, ძალიან დამძიმდა, რომ კვდება. ნამდვილად უმძიმესად იყო, მაგრამ დღეს ეს ქალი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი კორონავირუსისგან".
#news
#politics
#Coronavirus
#Covid19
ByOn.geGeorgia
0