ყველა ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! - ბედია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141190# ყველა ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მომღერალი სოფო ბედია კრიტიკას, რომელიც მოყვა ვიდეო რგოლს, რომლის პრემიერაც გუშინ შედგა. რგოლის იდეის ავტორი თავად ბედიაა. მისი თქმით ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კლიპს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ზნედაცემული და ბოროტი ადამიანია. "დიდი მადლობა ყველა შეგნებულ და კეთილ ადამიანს უამრავ კომპლიმენტს და მოლოცვას ვიღებ, აი მათ ვინც ამ სიმღერას პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს ძალიან ზნედაცემულ ადამიანებად მიმაჩნია! იმის მაგივრად, რომ ერთად დავდგეთ და სიკეთე ვუსურვოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი ბოროტი ტროლები პოლიტიკურად განიხილავენ და ილანძღებიან!!! სირცხვილია ხალხო ასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება!ჩემი და ყველა ამ სიმღერაში მონაწილე ადამიანის კეთილი სურვილია გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ერთმანეთი! ვთქვი და კიდევ ვამბობ ყველა ისტორიულ მოვლენას თავისი მნიშვნელობა აქვს და შედარებების მოყვანაც ძალიან უხერხულია!ეხლა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირს და თუ ერთმანეთი არ გავამხნევეთ არაფერი არ გვეშველება!სწორედ დღევანდელ პრობლემას მივუძღვენით სრულიად უწყინარი და კეთილი ვიდეო რგოლი!" - წერს სოფო ბედია სოციალურ ქსელში. კლიპში მონაწილეობენ, ნინი ქარსელაძე, ბორის ბედია, სოფო ბედია, სოფო ბედიას ქმარი, თემურ თათარაშვილი და "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიებში აქტიური მონაწილეობით გამორჩეული მომღერლები. იდეის ავტორია სოფო ბედია. კომპოზიტორი: კაკი ბოლქვაძე. ტექსტის ავტორი - ნანა ცინცაძე. არანჟირება-ცირა ბზიშვილი. კლიპის რეჟისორი - ბესო კვარაცხელია, სიმღერა ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში.
0