ეს არის ქურდობა და კანონის დარღვევა, ვინ არის ამ კლიპის ავტორი? - უჩივლებენ თუ არა ბედიას

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141196 ეს არის ქურდობა და კანონის დარღვევას, ვინ არის ამ კლიპის ავტორი? - კლიპს, რომლის პრემიერაც გუშინ შედგა, გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ქურდობა. მისი თქმით, კლიპში ლაბორატორიის კადრებია გადაღებული სადაც ჩანს თუ როგორ მუშაობს ლაბორატორიის თანამშრომელი. მან ასევე აღნიშნა, რომ კადრები არის მათი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით. "კლიპი ვნახე. ლაბორატორიის კადრები გადაღებულია გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია • National Laboratory of Genetics-ში. ეს კადრები არის ჩემი გუნდის შექმნილი და დაცულია საავტორო უფლებით. მე ნებართვა არ გამიცია. არც ჩემს პარტნიორს. არც ანაზღაურება მოგვითხოვია ან მიგვიღია. კადრში ჩემი თანამშრომელი ჩანს როგორ მუშაობს. მასაც არ გაუცია ნებართვა. ეს არის ქურდობა. უფლების დარღვევა კანონის დარღვევას. ვინ არის ამ კლიპის ავტორი?" -წერს ჩალაძე სოცილურ ქსელში.
0