მამინაცვალმა რუსთავში არასრულწლოვან გერს სცემა

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კ.ო. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვან გერს – 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს
0