,,გამოუშვით პატრული და დააჯარიმონ" - წულაია მერიას პოლიციაში უჩივის

0
პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ დღეს პოლიციაში დარეკა და შეატყობინა, რომ ქუთაისის მერიის შენობის აივანზე 8 პირი დისტანციის დაცვის გარეშე იდგა. მან პოლიციას" დანაშაულის" ადგილზე დროულად მისვლა და კანონდამრღვევთა დაჯარიმება მოსთხოვა: "მერიის "ბალკონზე მერიის საკრებულოს 8 წევრი დგას ყოველგვარი დისტანციის გარეშე და არღვევენ კანონს. გამოუშვით პატრული და ყველანი დააჯარიმონ. ჩემთან რომ მოვარდით ბრითინგზე და დამაჯარიმეთ...", - ამბობს ის ტელეფონზე საუბრისას, ტელეკომპანია , , მეგატივის" მიერ გავრცელებულ ვიდეოში. შეგახსენებთ, რომ წულაია პატრულისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით რამდენიმე კვირის წინ განყოფილებაში ხელბორკილებით წაიყვანეს.
#წულაია
#ქუთაისისმერია
#kutaisidaily
0