ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობამ რუსეთთან სასაზღვრო რეგულაციები 1 მაისამდე გააგრძელა. აღნიშნული შეზღუდვები გულისხმობს გამკაცრებულ ზომებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც გამოწვეულია მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ეპიდემიისგან. მითითებული რეგულაციები ძალაშია 13 აპრილიდან - იუწყება ადგილობრივი მედია.
ე.წ. მთავრობამ ასევე განსაზღვრა მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც არ ექვემდებარებიან აღნიშნულ აკრძალვებს, აგრეთვე შეზღუდვების დროს როკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ნებართვით, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, ხოლო რესპუბლკაში შემოსული ყველა პირი ექვემდებარება 14 დღიან კარანტინს.
ამასთან, ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 8 აპრილიდან 20 აპრილამდე ყველა დღე არა სამუშაო დღედ გამოაცხადა.
მიუხედავად გატარებული ღონისძიების, ადგილობრივი ოპოზიცია აცხადებს, რომ რეგიონი აბსოლიტურად მოუმზადებელია პანდემიასთან საბრძოლველად, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა საავადმყოფოებში სპეციალური აღჭურვილობის დეფიციტის გამო.
ადგილობრივი КГБ იუწყება, რომ ქართული სპეც სამსახურები ხელს უწყობენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან კონტრაბანდული ტვირთის შეტანას შიდა ქართლის რეგიონში. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად ცხინვალშია კრიზისი, გარკვეული სახის პროდუქტებზე. ამის შესახებ დავუკავშირდით, ახალგორში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტ, თამარ მეარაყიშვილ. მისი განცხადებით, გარკვეულ პროდუქტებზე დეფიციტი ცხინვალში იწყება, მაგალითად რძის პროდუქტებზე. ამასთან პროდუქტებზე მომატებულია ფასები, თუმცა ამის ფონზე უკეთესი ვითარებაა ახალგორში. ყოველივე ამის გათვალისწინებით ცხადია რომ რეგიონში კრიზისული ვითარება, განსაკუთრებით საკვები პროდუქტების და სხვა პირველადი მოხმარების საგნების კუთხით. როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებს, „ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა რაც საზღვარი დაიკეტა და მარაგი არსებობს.“ თუმცა როგორც სიტუაცია აჩვენებს, რა ვითარება იქნება არსებული მდგომარეობის შენარჩუნების შემთხვევაში, ძნელი სათქმელია.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ცხინვალის რეგიონში ახალი კორონა ვირუსის არცერთი ფაქტი არაა გამოვლენილი.
#კონტრაბანდა
#სამაჩაბლო
#კორონავირუსი
#goridaily