გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსით 266 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის გარდაცვლილთა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რობერტ ქოშის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ჯამში გერმანიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 2 373-ია. ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 113 525 მიაღწია, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 5 323-ით ზრდის შედეგია.
#news
#Coronavirus
#Covid19