შოთა რუსთაველის “ვეფხიტყაოსანში“ წამოჭრილია ისეთი თემები, როგორიცაა სიყვარული, ძმობა, რაინდობა, ასევე სხვა ზოგადსაკაცობრიო თემები, რაზეც საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ შოთა რუსთაველი არა მარტო თავისი დროის, არამედ ყველა დროის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანად ითვლება, სხვა მრავალ საკითხებთან ერთად განსწავლული იყო ასტროლოგიაშიც და ყველაზე კარგად გამოხატავდა მას ტროპული მეტყველების სახეებში. მის პოემაში ჭარბად არის ჩაქსოვილი ასტროლოგიური ელემენტები, ამიტომაც ზოგიერთი მეცნიერი მწერალს ასტროლოგად მიიჩნევდა, ხოლო მნათობებს ღმერთებად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მცდარი შეხედულებაა.
რუსთველისეული კოსმოლოგიური სისტემის ცენტრში ერთი ღმერთია, თუმცა იგი არ ერევა ადამიანურ სამყაროში, ადამიანსა და ღმერთს შორის დგანან ზეციური ძალები, რომლებიც ღვთაებრივი ჩანაფიქრის მიხედვით განაგებენ ამქვეყნიურ საქმეებს.
ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ავთანდილის ლოცვაში, როდესაც გაუჭირდა სატრფოსგან დაშორება და სევდამ შეიპყრო, მან თვალები ზეცას მიაპყრო და “ძალნი ზეციერნს’’ სთხოვს მფარველობას, სანამ უშუალოდ ამ თემას შევეხები და გავნავრცობ, მინდა აღვინიშნო, თუ რომელ ტაეპში იჩენს პირველად თავს ტერმინი “ძალნი ზეციერნი“.
ავთანდილმა სატრფოსგან მიიღო დავალება, იგი უნდა წასულიყო უცხო მოყმის საძებნელად, მისი ერთგული ყმა, შერმადინი სთხოვს რომ თან წაჰყვეს, თუმცა ავთანდილი მას ასეთ პახუსხს სცემს:-“განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი, მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი“. სწორედ ძალთა დასის შემწეობის იმედად დაადგება გმირი გზას. კიდევ ერთ ეპიზოდში გვხვდება მათზე საუბარი, როდესაც ავთანილი იმარჯვებს მეკობრეებთნ უთანასწორო ბრძოლაში:-“ყმამან უთხრა:“მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქმნადსა“. როგორც ვნახეთ, ავთანდილი ზეციურ ძალთა მოიმედეა.
უნდა ვთქვა, რომ ძალნი ზეციერნი გაგებული იყო, როგორც ანგელოზები, რადგან ქრისტიანული განმარტებით ძალნი ანგელოზების ერთ-ერთი სახის სახელია, ასევე ძალნი ზეცისანი მეთერთმეტე საუკუნეში იხმარება ანგელოზების აღსაღნიშნად, თუმცა “ვეფხისტყაოსანში“ ასე არაა, რადგან ძალნი ზეციერნი ანგელოზთა ზოგადი სახელია, გარდა ამისა, მათ აქვთ სხვა სახელებით, როგორიცაა:ზეცის არსებები, ანგელოზნი ღვთისანი, წმინდანი, სულნი და თვით ანგელოზები, რომლებსაც არ ახსენებს არცერთი გმირი, ასევე ვიცნობთ ანგელოზთა კონკრეტულ სახელებს, რომელთაც არცერთხელ ვხვდებით პოემაში, არც ისეთი სიუჟეტებია, რომ აღწერდეს მათ. როგროც ვიცით, ისინი ადამიანებს გაჭირვების ჟამს ეცხადებიან, ხმა ესმით ან ძილში ევლინებიან, რაც არცერთგან გვხვდება.ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ძალნი ზეციერნი ნასესხები სახელია, რადგან ავთანდილს ისინი საკუთარ მფარველად მიაჩნია.
სწორი განმარტება ავთანდილის სიტყვებში უნდა ვეძებოთ, როდესაც იგი შერმადინს ეუბნება, რომ მისი გაყოლა საჭირო არ არის, რადგან თუ ფათერაკია, სულ ერთია, ერთსაც და ასსაც ერთნაირად მოკლავს, ხოლო მარტოობას რაც შეეხება, ის მას ვერაფერს დააკლებს, რადგან ცის დასი იცავს. სწორედ აქ ჩანს, რომ ეს ძალნი ზეციერნი ვარსკვლავები, მნათობებია, რადგან ავთანდილს ისინი სჭირდება იმისათვის, რომ ფათერაკი არ მოხდეს, რადგან ფათერაკის შემთხვევაში მას არ აქვს მათი იმედი.
პოემა იცნობს ძალთა დასს, რომელთაც მზე სარდლობს, თინათინი გვევლიება მზის დასთა დასულად:-“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, მსოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული, ასევე იგივეს ფატმანი ამბობს ნესტანზე:-“იმა ზანგთა სით მოჰყავდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?“
ახლა კი, რადგან ასე თუ ისე ვისაუბრე ძალნი ზეციერნზე და მათ განმარტებაზე პოემაში, მინდა უშუალოდ შევეხო ამ მნათობებს, რომელთა იმედიც აქვს ავთანდილს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ავთანდილი ლოცულობს, ზეცისკენ აქვს აპყრობილი თვალები და ვარსკვლავების იმედი აქვს, მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ტაეპებშიც არის ატროლოგიური ცოდნა წარმოჩენილი, ხოლო აქ უშუალოდ ვიგებთ, არა მხოლოდ პლანეტების სახელებს, არამედ მათ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს.
ავთანდილი ლოცვას იწყებს მზის ხსენებით, რადგან, მზეა პლანეტებს შორის ყველაზე აღმატებული და შესთხოვს რომ კვლავ დაუბრუნდეს სატრფოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ლოცვა არაა შემთხვევითი, რადგან უძვლეს დროში ხალხი მიმართავდა ვარსკვლავებს, რადგან სწამდათ მათი ღვთაებრიობა, იგი ასე მიმართავს მზეს:-“იტყვის: "ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილოეენ ციერნი ერთის იოტის წამისად, და ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად“. შემდეგ მიმართავს მთვარეს, მას სთხოვს მოთმინების უნარს:“- მთვარესა ეტყვის: "იფიცე სახელი ღმრთისა შენისა! შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!" ტარიელთან მეორედ განშორების შემდეგ ავთანდილი უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ამას ემატება სატრფოს მონატრებაც და ახლაც, პირველ რიგში, მზეს მიმართავს, რომ არ დაშოროს მიჯნურს, შემდეგ მიმართავს ზუალს, რომელიც არაბული სახელია სატურნის. იგი შავი ფერისაა და სიბნელე და დარდი მისი ნიშნებია:-“ მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა’’, შემდეგია მუშთარი, ანუ იუპიტერი, იგი სამართლიანი მსაჯულია:-“ ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაერბრჭობის გული გულსა“. ამის შემდეგ მიმართავს მარიხს, მისი არაბული სახელია მარსი, სისხლი და ომი მარსის ნიშნებია :-“მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა“, ამის შემდეგ აზპიროზს ევედრება, ის ვენერას ბერძნული სახელია, ეს პლანეტა სიყვარულის დედოფალი და მკურნალია:-“ მოდი, ასპიროზ მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა“. შემდეგი ლოცვა ოტარიდს ეკუთვნის იგი მერკურია, რომელიც მზესთან ახლოს ბრუნავს და ავთანდილია თავის ბედს ადარებს მას, როგორც ის იკარგება მზის სხივებში და იწვება ასე უშვება თინათინის სიყვარულით და ბოლოს მთვარეს მიმართავს, რადგან იგი სიყვარულში დამხმარე და მიჯნურთა მოწყალეა-“ მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭიეს, ანუ როგორ ვბნდები“. ასე მორჩა იგი ლოცვას და შემდეგ მან ზეცაში მნათობთა განლაგებით ამოიკითხა, მათი თანადგომა და მხარდაჭერა და ასე შესძახა:-“ აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი მოვლენ და მოწმედ მყვებიან, მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი ბნდებიან“.
ამრიგად, როგორც ვნახეთ, ძალნი ზეციერნი არა ანგელოზები, არამედ მნათობები არიან. მნათობების მიმართ ლოცვა ძველ ხალხში ყოველთვის გავრცელებული იყო და შოთა რუსთაველმაც ასახა ეს თავის პოემაში, თუმცა ყველაზე მთვარი ისაა, რომ მათ არ მიიჩნევს ღმერთებად, ისინი ღმერთისა და ადამიანის შუამავლები არიან, გადმოსცემენ ღმერთის სიტყვას დედამიწაზე, ეს აზრი ჩანს ავთანდილის სიტყვებში:-“მადლი ღმერთსა შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქ ქმნადსა“, ესეიგი ყველაფერი ხდება ღმერთის ნებით, ხოლო რაც შეეხება რუსთაველის ასეთ მოსაზრებას ეს რენესანსული ეპოქისთვისაა დამახასიათებელი, რაც გულისხმობდა, რომ ასტროლოგია თავისუფალი აზრის კუთვნილება იყო.