ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. BBC ვიდეო და ფოტომასალას ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ ადამიანებს მასობრივად, საერთო სამარხში ასვენებენ.
მუშებს სპეციალური ტანსაცმელი აცვიათ, რომლებსაც უზარმაზარი სამარხი აქვთ გათხრილი, მასში კი ხის კუბოებს რიგრიგობით ალაგებენ.
ნიუ-იორკის შტატს ამჟამად ახალი კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა აქვს, ვიდრე ცალკე აღებულ ქვეყნებს.