რეგიონებიდან ჩამოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს თბილისში სამ ლოკაციაზე განათავსებენ

0
სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე: გლდანში, დიდუბესა და ორხევში განთავსდება. მისი თქმით, რეგიონებიდან პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ განახორციელებს, რომელსაც ყველა მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. კალანდაძის განცხადებით, ფერემერებსა და შპს „ჯიბეს“ დამაკავშირებელი რგოლი სამინისტრო და რეგიონალური შტაბი იქნება, რადგან ფერმერების მობილიზება და პროდუქტის ჩაბარება ორგანიზებულად, ყველა რეკომენდაციის დაცვით მოხდეს. “თბილისში იხსნება სამი საბითუმო წერტილი, კერძოდ, გლდანში, წერეთელის გამზირზე და ორხევში, სადაც სოფლის მეურნების პროდუქტები განთავსდება. შპს „ჯიბეს“ აქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. კომპანიის წარმომადგენლები საკუთარი მანქანებით ჩავლენ რეგიონებში და ფერმერებისგან პირდაპირ ადგილზევე შეისყიდიან პროდუქტს. იქვე მოხდება ანგარიშის გასწორება. „ჩვენ ვიქნებით დამაკავშირებელი რგოლი ფერმერებსა და შპს „ჯიბეს“ შორის. კერძოდ, ორგანიზება მოხდება სამინისტროს და გუბერნიასთან არსებული რეგიონალური შტაბის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე აცნობებს ფერმერებს, სად, რომელ საათზე და როგორ მოხდება პროდუქტის ჩაბარება. ეს კეთდება იმისთვის, რომ კომპანიას კარდაკარ არ მოუწიოს სიარული და ფერმერების მობილიზება ორგანიზებულად მოხდეს. ჯერჯერობით, საუბრია სამ რეგიონზე: მარნეულზე, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთზე. შემდეგ უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება პროდუქტების შეძენა და ჩამოტანა“, - განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.
#სოფლისმეურნეობისსამინისტრო
#პროდუქტი
#თბილისი
#tbilisidaily
0