რა სამ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს პირბადე, რომელიც რეალურად დაგვიცავს

0
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ქართულ-ამერიკული კლინიკის რეპროარტის კნილიკური განვითარების მენეჯერი, გიორგი კავკასიძე ამბობს, რომ პირბადე სამ ბაზისურ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ამის შესახებ კავკასიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. „პირბადე შესაძლოა ვიზუალურად ისეთი მიმზედველი არ იყოს, მაგრამ აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც ბაზისურ მოთხოვნებს. სამედიცინო პირბადეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, რომლის დაკმაყოფილებაც აუცილებელია. ძირითადი მოთხოვნებია: მცირე ნაწილაკების გაფილტვრის უნარი, ამ მცირე ნაწილაკებს მეიკუთვნება ვირუსები და წესით და კანონით ასეთი სამედიცინო ფილტრები უნდა ფილტრავდნენ და არ ატარებდნენ 0.3 მეათედი მიკრონის ზომის ნაწილაკებზე მეტს. მეორე არის ე.წ წყალგამძლეობა, რაც ნიშნავს, თუ რამდენ ხანში სველდება პირბადე მესამე მოთხოვნა, რომელიც ასევე ძირითადად ითვლება არის ე.წ დელტა პი, რაც ნიშნავს წნევის დიფერენციალს, ანუ რამდენად ადვილია სუნთქვა ამ პირბადეში. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს პირბადე, რომელმაც ამდენი აჟიოტაჟი გამოიწვია, ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდეს.
0